მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე სასულიერო გვარის შთამომავალი იყო. იგი დაიბადა 1865 წლის მირქმის დღესასწაულის დღეს, 2 (15) თებერვალს. მჭედლიძეები წარმოშობით შორაპნის მაზრის სოფ. ბოსლევიდან იყვნენ: მღვდელი დავით მჭედლიძე 1809-1845 წლებში სოფელ ბოსლევში წმ. გიორგის ეკლესიაში ასრულებდა მღვდელმსახურებას.
არსენ იყალთოელი (XI-XII სს.) შუა საუკუნეების ქართული აზროვნების, სახელმწიფოებრივი და ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მიუხედავად ამისა, მისი ვინაობა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკვანძო მომენტები ქართულ აკადემიურ სივრცეში დღემდე დავის საგანია. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდის ქართულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში (XI-XII სს.) სახელი „არსენი“ გვხვდება რამდენიმე განსხვავებულ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ კონტექსტში. ამგვარად, უპირველესად, საჭიროა განხორციელდეს ამ ცნობების შედარება, რათა შევადგინოთ არსენის ცხოვრებისა და საქმეების ძირითადი სურათი.
ფილოსოფიის ისტორიაში მისტიკური ელემენტების შემოსვლა ბუნებრივი და გარდაუვალი იყო, რადგან რაციონალური აზროვნება საკუთარი შედეგების სრულყოფისთვის ხშირად მიმართავდა მისტიკურ ელემენტებს. მისტიკური ნაკადი განსაკუთრებით თავს იჩენდა რელიგიურ ფილოსოფიაში. ამ თვალსაზრისით, მისი გავლენებიდან გამომდინარე, არეოპაგიტიკა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია შუა საუკუნეების ფილოსოფიაში. მისტიკის საბოლოო სახით ჩამოყალიბება ქრისტიანობაში, უწინარეს ყოვლისა, დიონისე არეოპაგელის ტექსტებთან და მის ინტერპრეტაციებთან არის დაკავშირებული.
ანტონ პირველი (1720-1788 წწ.), ერისკაცობაში იგივე თეიმურაზ ბაგრატიონი, გახლდათ ძე ქართველი მეფის იესესი. საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მისი ცხოვრება ვერ წარიმართა მომავალი მეფის საკადრისად. მას საცოლე მოსტაცა ნადირ-შაჰმა.
ანთიმოზ ივერიელი (რუმინულად Antim Ivireanul, ერისკაცობაში ანდრია ხურციძე, 1650-1716 წწ.) - ადრეული მოდერნის ეპოქის საქართველოსა და ევროპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, დიდი განმანათლებელი და ჰუმანისტი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, თანამედროვე რუმინული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიგლოტი, აღიარებული რიტორი, ფილანტროპი, პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, ბილინგვური ტექსტების შემქმნელი,
ქართულ ფილოსოფიურ მწერლობაში XII ს.-ში ითარგმნა ალექსანდრიული სკოლის ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის, ამონიოს ერმისის ორი თხზულება: 1. მოსაჴსენებელი „ხუთთა ჴმათადმი“ პორფირი ფილოსოფოსისათა; 2. მოსაჴსენებელი „ათთა კატიღორიათადმი“ არისტოტელისთა.
ალექსანდრე ამილახვარი დაიბადა 1750 წლის 20 ოქტომბერს, კასპის რაიონის სოფელ ჭალაში გავლენიანი ქართლელი თავადის დიმიტრი ამილახვრის ოჯახში. დიმიტრი ამილახვარი ერეკლე მეორესთან დაახლოებული ფეოდალი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მეფემ თავის დას
ქართველმა ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ, შალვა ნუცუბიძემ (1888-1969 წწ.), XX საუკუნის დასაწყისში ფილოსოფოსობის ახალი კონტურების მოხაზვა სცადა. ამას ადასტურებს მისი ორიგინალური მოძღვრება ალეთეიოლოგიური რეალიზმის შესახებ, სადაც ის თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს განიხილავს და ყოფნასა და აზროვნებას შორის არსებული ნამდვილი დაპირისპირებულობის გადალახვას იმედოვნებს.
რიტორიკა და მისი სწავლება გვიანანტიკური ხანის კოლხეთში დიდ როლს თამაშობდა. აქ მიმდინარე რიტორიკული პაექრობანი რომ მაღალ დონეს აკმაყოფილებდა, ამას თვალსაჩინოდ აჩვენებს VI საუკუნის პოლიტიკური დისკუსია/პაექრობა ორ წარჩინებულ ლაზს, აიეტსა და ფარტაზს შორის.
ახალი დროის ქართველი მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე გიორგი ავალიშვილი დაიბადა 1768 წელს. მისი ოჯახი ერეკლე II-ის სამეფო კართან იყო დაახლოებული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოს ცხოვრებაში. მის განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია გაიოზ რექტორს;
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგი ავალიანი დაიბადა 1928 წლის 13 იანვარს, ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში. 1944 წელს, სოფელ ბუგეულის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სერგი ავალიანი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფილოსოფიის ინსტიტუტში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს და თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების პროცესში.
რენესანსულად აღიარებული შუა საუკუნეების მრავალფეროვანი ქართული კულტურის ერთ-ერთი ბოლო გამოძახილია XIII საუკუნის პირველ ნახევარში ზემო აჭარაში, ხიხანის მონასტერში მოღვაწე დიდი სწავლულის, მწერლისა და ჰიმნოგრაფიული კანონის ავტორის, აბუსერისძე ტბელის (დაახლ. 1190-1240) შემოქმედება.
ანგია ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს ზემო სვანეთის სოფელ ლახამულაში, სადაც იმჟამად მამამისი, თადეოზ ბოჭორიშვილი მღვდლად მსახურობდა. მან პირველდაწყებითი განათლება ლახამულას სამრევლო სკოლაში მიიღო.
მამუკა ბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 სექტემბერს, ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში. მისი ფილოსოფიური მოღვაწეობა ემთხვევა საბჭოთა სისტემის რღვევის პერიოდს. სხვა ფილოსოფოსებთან ერთად, იგი ცდილობდა, რომ ფილოსოფიური აზროვნება გათავისუფლებულიყო დოგმატური მარქსიზმის კლიშეებისა და მეთოდოლოგიური სივიწროვისგან; 1977-1982 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიის მიმართულებით, ხოლო 1982-1985 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ასპირანტურაში ფილოსოფიის მიმართულებით.
ბესარიონ ორბელიშვილი (გარდ. 1737 წწ; კათალიკოსობა: 1724-1737 წწ.) - გარეჯელი ბერი, ცნობილია, როგორც ავტორი გამორჩეული პოლემიკური ვრცელი ტრაქტატისა „გრდემლი“, რომელშიც მოცემულია რომის კათოლიკური ეკლესიის განსხვავებული დოქტრინალური იდეებისა და წეს-ჩვეულებების კრიტიკა. ქართული თეოლოგიური ლიტერატურის ისტორიაში ეს პირველი და უკანასკნელი ანტიკათოლიკური ქართულენოვანი ნაშრომია.
არჩილ ბეგიაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1928 წლის 20 იანვარს, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრის, პროფ. თევდორე ბეგიაშვილის ოჯახში; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1965 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1971 წლიდან კი იქვე იყო პროფესორი.
ქართველი ფილოსოფოსი გაბრიელ ბაჩულაშვილი დაიბადა 1926 წლის 12 ივლისს, სოფელ ზემო ალვანში. 1945-1951 წლებში ბაჩულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა ასპირანტურაში განაგრძო.
გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძე დაიბადა 1898 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში. იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ფილოსოფიაში. 1918 წელს მან დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1922 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ბასილი დიდი (Βασίλειος ὁ Μέγας, Βασίλειος Καισαρείας) (329/330-379 წწ.), კაპადოკიის ქ. კესარიის ეპისკოპოსი (370-379 წწ.), ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, მწერალი, მქადაგებელი. ბასილი დიდს, გრიგოლ ნაზიანზელსა და გრიგოლ ნოსელს კაპადოკიელ მამებს უწოდებენ. ბასილი ებრძოდა არიოზის, საბელიოსის, აპოლინარის წვალებებს, შექმნა სამონასტრო წეს-განგება და ბასილი დიდის სახელით ცნობილი საღმრთო ლიტურგია; მას მიეწერება კანკელის გამოგონება;
ქართული ფილოსოფიური აზროვნების კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ იბერიელი უფლისწული ბაკური (IV ს.), რომელიც ფრიად განსწავლული ყოფილა ანტიკურ ფილოსოფიაში.
ქართველი ფილოსოფოსი ოთარ ბაკურაძე დაიბადა 1926 წლის 14 იანვარს, ქალაქ თელავში. 1949 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაასრულა. უნივერსიტეტის დასრულებიდან 1970 წლამდე იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ განყოფილებას. ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში ბაკურაძე აქტიურად მუშაობდა ფილოსოფიურ საკითხთა შესახებ.
ადრექრისტიანული სასულიერო მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, IV საუკუნის კაპადოკიელი მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) ლიტერატურულ მემკვიდრეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებასა და მწიგნობრულ კულტურაში.
გრიგოლ ნოსელი (Γρηγόριος Νύσσης) (335-394 წწ.), კაპადოკიელი მღვდელთმთავარი, ასკეტური და მისტიკური ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, წმინდა წერილის წიგნთა უბადლო განმმარტებელი და ფილოსოფიური გონებით საღვთო წინარეგანგების ღვთივგამომეტყველი განმცხადებელი;
რევაზ გორდეზიანი დაიბადა 1935 წელს, სოფელ ჟოშხაში (ამბროლაურის რაიონი); დაასრულა ქალაქ თბილისის მე-19-ე საშუალო სკოლა, 1955 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს დაასრულა.
სერგი რომანოზის ძე გორგაძე დაიბადა 1876 წლის 2 აპრილს ზემო იმერეთის სოფელ ილემში (ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). მისი წინაპრები და ახლო ნათესავები სასულიერო პირები იყვნენ. სასულიერო პირი იყო სერგი გორგაძის ბაბუა (ბესარიონ გორგაძე) და მამა (რომანოზ გორგაძე).
ქართველი ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი დაიბადა 1875 წლის 2 ოქტომბერს, იმერეთში, სოფელ გორისაში. 1894 წელს გომართელმა წარჩინებით დაასრულა ქალაქ თბილისის მეორე გიმნაზია და ამავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.
ლევან პეტრეს ძე გოკიელი, ქართველი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, დაიბადა 1901 წლის 20 ნოემბერს (ახ. სტ. 3 დეკემბერს) ქუთაისში. 1919 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი.
ვაჟა გოგობერიშვილი 1929 წელს გუდაუთაში დაიბადა; 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მისი დასრულების შემდეგ კი, 1955 წელს, ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. იგი იყო ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.
მოსე გოგიბერიძე დაიბადა 1897 წლის 27 აგვისტოს გურიაში, სოფელ ქვენობანში (ამჟამინდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). პირველდაწყებითი განათლება მან ქვენობანის სამრევლო სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ (1914 წ.) სწავლა განაგრძო ხონის სამასწავლებლო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1918 წელს; სიმწიფის ატესტატი კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაბარებული გამოცდების შედეგად მიიღო.
დიდი ქართველი საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, ათონის ქართული სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (ეფთვიმე მთაწმიდელთან ერთად) (1009-1065/66 წწ.). გიორგი მთაწმიდელის ბიოგრაფია დაწვრილებითაა აღწერილი მისივე მოწაფის, გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში - „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ამ ძეგლის მიხედვით, გიორგის მამა-პაპა სამცხიდან ყოფილან, თვითონ კი თრიალეთში დაიბადა, მორწმუნე და ღმრთისმსახური მშობლების ოჯახში.
გიორგი მერჩულე შუა საუკუნეების ქართული აზროვნების თვალსაჩინო ფიგურაა; მისი ნაშრომი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ)
გერმანე მღვდელმონაზონი ახალი დროის ქართული ინტელექტუალური ცხოვრების გამორჩეული ფიგურაა. მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ვახტანგ ქართლის გამგებლის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) მიერ წამოწყებულ მასშტაბურ განმანათლებლურ პროექტებთან, რომელთა წარმატების შედეგადაც დაძლეული იქნა ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV ს.) დაწყებული კულტურული დაქვეითების ხანგრძლივი პროცესი.
ბიზანტიური არქიტექტურა ფართოდ იყო გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთში. მისი გავრცელების არეალის სიახლოვეს, სამხრეთ კავკასიაში, მნიშვნელოვანი ქრისტიანული საკრალური არქიტექტურა წარმოიშვა, რომლის ძირებიც გვიანანტიკურობაში უნდა ვეძიოთ.
გელათის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში „ელინოფილური მიმართულების“ ერთ მძლავრსა და უმნიშვნელოვანეს შტოს წარმოადგენს, სათავეს იღებს შავი მთის – ეფრემ მცირის თეოლოგიურ-ფილოლოგიური სკოლიდან და მისი პრინციპების გამგრძელებლად და განმავითარებლად გვევლინება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
იონა გაბრიელის ძე გედევანიშვილი დაიბადა 1737 წელს. იგი დიდგვაროვანთა ოჯახის შთამომავალი იყო; მისი წინაპრები სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ყოფილან. მამამისი, გაბრიელ გედევანიშვილი ბაგრატ VI-ის კარზე სარდლის თანამდებობაზე მსახურობდა. თვითონ იონაც კათალიკოს ანტონ პირველის კარზე იზრდებოდა და მთელი ცხოვრება სასულიერო კარიერას მიუძღვნა.
XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ფართო საგანმანთლებლო-კულტურული საქმიანობა გაიშალა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, თბილისის ფილოსოფიური სკოლა (1755 წ.), რომლის კავალდაკვალ დაფუძნდა თელავის ფილოსოფიური სკოლა (1758 წ.), უფრო მოგვიანებით კი ამ უკანასკნელის ბაზაზე ამოქმედდა თელავის სემინარია.
წმიდა გაბრიელ მცირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. მისი დაბადების სავარაუდო თარიღი 1745-1755 წლებს შორის მერყეობს. გიორგი XII-ის ძის, ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით, გაბრიელი თბილისის მოქალაქე, ხელოვნებით მკერავი ყოფილა; მან ოჯახი და ყოველივე მონაგები ღვთის სიყვარულის გამო დატოვა და გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში წავიდა, სადაც ბერად აღიკვეცა კიდეც.
სიტყვა „დუალიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „duo“, რაც ორს ნიშნავს. დუალიზმის ცნება პირველად 1700 წელს გვხვდება თომას ჰიდთან (1636-1703 წწ.), კერძოდ კი, მის ნაშრომში „ძველ სპარსელთა რელიგიის ისტორია“.
სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სოფელ მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). მამამისი ივანე (იოანე) დოდაშვილი სოფელ მაღაროს წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი და იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო.
დიალოგური ფილოსოფია მიზნად ისახავს ადამიანის დიალოგური სტრუქტურის, როგორც ადამიანის უმთავრესი, არსობრივი მახასიათებლის წარმოჩენას. ამდენად, მას „დიალოგური ანთროპოლოგიაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი კონცეფციები სხვადასხვა ეპოქის განსხვავებული ტიპის ტექსტებშია გაბნეული, თუმცა, საბოლოოდ, მისი კონტურების მოხაზვა და დაზუსტება ყველაზე სრულად მაინც XX საუკუნის ებრაული წარმოშობის მოაზროვნემ, მარტინ ბუბერმა (1878-1965 წწ.) განახორციელა.
ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე დაიბადა 1873 წელს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ასკანაში, მედავითნის ოჯახში; 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1895-1899 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც ღვთისმეტყველების კანდიდატი გახდა;
დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი დაიბადა 1705 წლის ახლო პერიოდში. ის თავდაპირველად სხვა სახელს ატარებდა (ერთი ვერსიით იობს, მეორეთი — ისააკს), მღვდლად კურთხევისას კი ზაქარია ეწოდა. მისი მამა - ნიკოლოზი - დმანისში დეკანოზი იყო.
სერგი დანელია (1888-1963 წწ.) - ქართველი მეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და საპატიო ნიშნის ორდენოსანი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
დ. დანელიას, როგორც ფილოსოფიის ისტორიით დაინტერესებული მკვლევრის სამეცნიერო საქმიანობის პირველი ნაბიჯები უკავშირდება ფოიერბახის ფილოსოფიის და მის მიერ ქრისტიანული რელიგიის კრიტიკის კვლევას. იმხანად, ფოიერბახის ფილოსოფიის შესწავლის აქტუალობას განაპირობებდა მარქსიზმის თეორიულ წყაროდ მისი დასახელება.
დავით რექტორი (ალექსის ძე) მესხიშვილი თავისი დროის იმ რჩეულ მოღვაწეთა შორისაა, რომელთაც ქართულ კულტურას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს, თუმცა მისი ბიოგრაფიიდან ცოტა რამ თუ არის ცნობილი.
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს სოფელ გორის უბანში (საგურამოს თემი). მან სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა, შემდეგ კი მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. დაახლოებით 1727-1728 წლებში იგი ლეკებმა დაატყვევეს. გურამიშვილი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს მოსახლეობას.
დავით ბაგრატიონი (1767-1819 წწ.) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის უფროსი ვაჟი იყო. მან თავდაპირველად საფუძვლიანი განათლება მიიღო დავით რექტორთან, ასევე, გერმანელ და ავსტრიელ მასწავლებლებთან. დავითმა ჯერ კიდევ ადრეულ წლებში შეისწავლა დიდი ევროპელი მოაზროვნეების ფილოსოფიური და პოლიტიკური მოძღვრებები.
დავით აღმაშენებელი უაღრესად საინტერესო რელიგიური მოაზროვნე და ფილოსოფოსი გახლდათ. მისი თხზულება „გალობანი სინანულისანი“ ქრისტიანული ფილოსოფიით არის ნასაზრდოები.
ეფრემ მცირე ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია შუა საუკუნეების საქართველოში. მან ეკლესიის მამების არაერთი თხზულება თარგმნა ძველქართულად და ამ თარგმანებს თავისი კომენტარებიც დაურთო.
ტერმინის ეტიმოლოგია – ძველბერძნული ტერმინი αἰσθητικός ნიშნავს გრძნობადს, მგრძნობელს და მომდინარეობს სიტყვიდან αἴσθημα – გრძნობა, გრძნობადი აღქმა.
ვახტანგ ერქომაიშვილი 1932 წლის 18 ნოემბერს ქობულეთში დაიბადა; 1956 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1956-1958 წლებში, ქობულეთის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ხოლო 1961 წლიდან, 7 წლის განმავლობაში, ვახტანგ ერქომაიშვილი სამეცნიერო საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ეწეოდა.
ერი (ნაცია) აღნიშნავს ადამიანთა დიდ ჯგუფს ან კოლექტიურ ერთობას, რომელსაც საერთო კულტურული ნიშან-თვისებები (ენა, ტრადიცია, ზნე-ჩვეულებები და წარმომავლობა) მიეწერება. ეს ენობრივი და კულტურული თავისებურებანი და ნიშან-თვისებანი შემდეგ ამა თუ იმ ხალხის ეროვნულ, ნაციონალურ ხასიათს ქმნიან.
ტერმინი „ეპოქა“ მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან εποχή (epoché) და სიტყვასიტყვით ნიშნავს „გაჩერებას“, „ჭრილს“, „მონაკვეთს“. ფართო აზრით, „ეპოქა“ აღნიშნავს დროის, ისტორიის ისეთ მონაკვეთს, რომელიც საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება.
ნესტორ ყუბანეიშვილი დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფ. მუხაყრუაში (დღევანდელი სამტრედიის რაიონი), 1853 წლის 5 სექტემბერს; 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1877 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია.
დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ახალი დროის (XVIII ს.) ქართულ-სომხური მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია და რაიმე კონკრეტულის თქმა ამასთან დაკავშირებით რთულია.
გაბრიელ (ერისკაცობაში - გერასიმე) ქიქოძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში 1825 წლის 15 ნოემბერს, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარის მოძღვრის, მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.
ევაგრე პონტოელი (დაახ. 345-399 წწ.) აღმოსავლური მონაზვნური ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი დაიბადა იბორაში, პონტოში, ადგილობრივი მღვდელმთავრის ოჯახში. თავდაპირველად, მან განათლება ნეოკესარიაში მიიღო, სადაც ის გამოირჩეოდა როგორც საუკეთესო სტუდენტი.
ვახტანგ გორგასალის ხელმწიფობის ზუსტი პერიოდი დღემდე სადავოა, თუმცა, უახლესი კვლევების თანახმად, იგი მეფობდა 447-522 წლებში. „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ვახტანგის მართვის ყაიდა მიუთითებს, რომ კავკასიის ადგილობრივი ელიტური ფენების წევრები ბერძნულ-რომაულ განათლებას იღებდნენ.
ვახტანგ VI საქართველოში, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკოსად, მწიგნობრად და პოეტად არის ცნობილი, მაგრამ მან კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს ქართული ფილოსოფიის ისტორიაშიც. ამის წინაპირობაა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების პროცესში მის მიერ შეტანილი წვლილი.
ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი XV საუკუნის ქართული ინტელექტუალური და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საქართველოს ისტორიაში დიდი კვალი დატოვა, როგორც გავლენიანმა ფეოდალმა,
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე თოფურიძე დაიბადა 1922 წლის 3 მაისს ქ. ბათუმში. მამა – ივანე თოფურიძე - პროფესიით ქიმიკოსი იყო, მუშაობდა სოჭსა და ხარკოვში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისში დამკვიდრდა. მისი აქტიური მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი ფარმაცევტულ ინფრასტრუქტურას საქართველოში, რაც სიგელებით და ჯილდოებით აღინიშნა კიდეც. დედა – ოლღა ლორთქიფანიძე - დიასახლისი იყო.
თეოფილე ხუცესმონაზონი (XI ს.) შუა საუკუნეების ქართული აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მას ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტექსტის ქართული თარგმანი. სამწუხაროდ, მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზედ მწირია. ძირითადად, ეს ცნობები დაცულია მის ავტოგრაფულ ხელნაწერებში (Ath. 20, 29, 36-37; A 1105).
თეოლოგია (ბერძ. „თეოს“, ქართ. „ღმერთი“; ბერძ. „ლოგოს“, ქართ. „მოძღვრება“) არის ღმერთის შესახებ მოძღვრება. ქართულად „თეოლოგია“ ითარგმნება როგორც „ღვთისმეტყველება“. ცნება „თეოლოგია“ ჯერ კიდევ ბერძნულ ანტიკურობაში გვხვდება.
თეოდორიტე კვირელი (Θεοδώρητος Κύρρου; დაახლ. 393-466 წწ.), – სირიის ქ. კვიროსის ეპისკოპოსი (423-466 წწ.), ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლის ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგი, ეგზეგეტი და მწერალი, კლასიკური კულტურისა და ქრისტიანული მწერლობის უბადლო მცოდნე; მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ალექსანდრიულ და ანტიოქიურ სკოლათა განხეთქილებისას ნესტორიანულ და მონოფიზიტურ წვალებათა გამო;
თეოდორე აბუკურა (არაბ. „მამა ნუგეშინისცემისა“) არაბული სამყაროს ქრისტიანი წარმომადგენელია. იგი საინტერესოა როგორც ქრისტიანული, ასევე არაბული სამეცნიერო სივრცისათვის. მკვლევართა შეფასებით იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ავტორი არაბულენოვან მწერლობაში, რომელმაც დაასაბუთა ქრისტიანობის უპირატესობა ისლამურ რელიგიასთან მიმართებით.
ტერმინი „თეოდიცეა“ ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და აღნიშნავს ღმერთის (მისი ყოვლისშემძლეობის, სიბრძნისა და სიკეთის) გამართლებას მის მიერვე შექმნილ სამყაროში არსებული ბოროტების მიუხედავად. ცნება „თეოდიცეა“ დაამკვიდრა გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა (1646
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ქრისტეს შობიდან IV საუკუნეში, სხვადასხვა კულტურათა, მსოფლმხედველობათა, რელიგიათა და ტრადიციათა ნაყოფიერი სინთეზი განხორციელდა.
თელავის სემინარია დაფუძნდა 1782 წელს, თუმცა, ამ ახალი საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებლის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა თელავის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელი მონარქის, ერეკლე II-ისა და კათოლიკოს ანტონ I-ის ინიციატივით დაფუძნდა 1758 წელს; ეს სკოლა თბილისში რამდენიმე წლით ადრე გახსნილი ფილოსოფიური სკოლის მოდელს იმეორებდა.
გურამ თევზაძე დაიბადა 1932 წლის 30 იანვარს, ქ. თბილისში; 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, 1957 წელს კი დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1958 წელს (თემა - „თავისუფლება და აუცილებლობა“), სადოქტორო დისერტაცია კი შეასრულა 1963 წელს (თემა - „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“).
თბილისის სემინარია 1755 წელს დაფუძნდა. ამ საქმის მოთავე იყო ახალი დროის დიდი ქართველი ინტელექტუალი, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი ანტონ პირველი (ბაგრატიონი), რომელიც საქართველოში ახალი საგანმანათლებლო კერების განვითარების საქმეში იმჟამინდელი მონარქების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.
თავისუფლება, ზოგადად აღებული, არის იძულების არარსებობა, თვითგანსაზღვრის შესაძლებლობა. ეს ცნება სხვადასხვა კონტექსტში (ეთიკური, პოლიტიკური და ა.შ.) გვხვდება. თავისუფლება საკაცობრიო აზროვნების უძველესი საკითხია.
იყალთოს აკადემია შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. აკადემია, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც VI საუკუნეში დაარსა ზენონმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა.
ისტორიული მატერიალიზმი ეწოდება კარლ მარქსის (1818-1883 წწ.) მოძღვრებას, რომელიც მან XIX საუკუნის მატერიალისტური მსოფლმხედველობისა და ჰეგელის მიერ განვითარებული დიალექტიკური მეთოდის შეჯერების შედეგად შექმნა.
ისტორიის ფილოსოფია – ფილოსოფიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც ისტორიის არსს, ისტორიული პროცესის კანონზომიერებას, ადამიანთა საზოგადოების განვითარების იმანენტურ ლოგიკას და სოციალური დეტერმინიზმის საკითხებს სწავლობს.
ირაციონალიზმი აღნიშნავს იმ ტიპის მოძღვრებასა და მსოფლმხედველობას, რომელიც სამყაროს შემეცნების პროცესში ადამიანური გონების (ლათ. ratio) თვითკმარობის პრინციპს უარყოფს. მიუხედავად ამისა, ირაციონალიზმი, უფრო მეტად, მაინც ამა თუ იმ ფილოსოფიური მიმართულებისა თუ სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ვიდრე სრულიად დამოუკიდებელ ფილოსოფიურ მიმდინარეობას.
პლატონ იოსელიანი (1809-1875 წწ.) XIX საუკუნის ქართული ინტელექტუალური ცხოვრების გამორჩეული ფიგურაა; იგი იყო ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარი, ფილოსოფიის მასწავლებელი და მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საზოგადოებრივი პროექტის ავტორი, რამაც XIX-XX საუკუნეებში მყარი ბაზისი შექმნა ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის კვლევისთვის.
მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი, ერისკაცობაში იოანე, დაიბადა 1778 წელს, ქიზიყის სოფელ ვაქირში. მას ყრმობიდანვე გააჩნდა სწავლისადმი დაუოკებელი წყურვილი, თუმცა, მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა; ერთი მხრივ, სოციალური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, უსახსრობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.
ქრისტიანი ბერი და სწავლული იოანე-ზოსიმე შუა საუკუნეების ქართული რელიგიური მწერლობის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედებაც ქართული იდეების ისტორიის მნიშვნელოვან მიმართულებას აფუძნებს. მისი ვინაობის შესახებ ცნობები ფრაგმენტულია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ შემდეგი:
იოანე შავთელი შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურისა და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები სადავოა (სავარაუდოდ, 1150-1215 წწ.), თუმცა, არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოს მეფეების, გიორგი III-ისა და თამარის ზეობის წლებში, ე.ი. XII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIII საუკუნის პირველი მეოთხედში.
იოანე საბანისძე VIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე და მწერალია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სრული ცნობები პრაქტიკულად არ მოიპოვება. ცნობილია, რომ მის კალამს უკავშირდება არაბი ჭაბუკის აბოს წამების აღწერა, რომელსაც მოგვიანებით „თბილელი“ ეწოდა;
იოანე პეტრიწი (XII ს.) შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქართველი ფილოსოფოსია, რომელიც საგანგებოდ სწავლობდა და იკვლევდა ნეოპლატონურ ფილოსოფიას.
იოანე ოქროპირი (Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος) (347-407 წწ.) - ანტიოქიელი მღვდელთმთავარი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი (397-404 წწ.); მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ბიზანტიელი მოღვაწე; წმინდა წერილის წიგნთა უბადლო განმმარტებელი, ორატორი და ჰომილეტიკოსი.
ჰიმნოგრაფია ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ლიტურგიკულ-საღვთისმსახურო და არალიტურგიკულ-საღვთისმეტყველო მიზნებისთვის შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს. ის ხასიათდება სინკრეტიზმით, რადგან თავის თავში მოიცავს როგორც თეოლოგიურ, ასევე ესთეტიკურ-მუსიკალურ ასპექტებს და გალობით აღესრულება. აღნიშნული ტრადიცია ქრისტიანულმა ეკლესიამ ებრაული ღვთისმსახურებისგან მემკვიდრეობით მიიღო და თანდათანობით გაამდიდრა პოეტურ-საგალობელი ელემენტებით შემკული ახალი მასალით.
იოანე ლაზი (იოანე ევნუხი, იეროთეოსი) V საუკუნის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე (გარდ. 464-465 წწ., 4 ოქტომბერს), პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელია. სიმონ ყაუხჩიშვილის აზრით, იოანე ლაზი (ერისკაცობაში მითრიდატე ლაზი) კოლხეთის რიტორიკული სკოლის წარმომადგენელი იყო.
იოანე იტალოსი (Ἰωάννης ὁ Ἰταλός) (†1082-ის შემდეგ) – ბიზანტიელი ფილოსოფოსი და პედაგოგი, წარმოშობით იტალიიდან (Ἰταλός „იტალიელს“ ნიშნავს), მიქაელ ფსელოსის მოწაფე, კონსტანტინოპოლის ფილოსოფიური სკოლის ხელმძღვანელი (1082 წლამდე).
ცნობილი ბერძენი თეოლოგი და მწერალი იოანე დამასკელი VIII ს.-ის მოღვაწეა. იოანე დამასკელის მოღვაწეობით დამთავრდა ბერძნული თეოლოგიის პატრისტიკული პერიოდი და დასაბამი მიეცა ახალ, სქოლასტიკურ პერიოდს. სასულიერო მწერლობის ყველა დარგი მნიშვნელოვნადაა დავალებული იოანე დამასკელისაგან.
შუა საუკუნეების საეკლესიო მწერლის, X-XI საუკუნეების ხელნაწერებით ჩვენამდე მოღწეული ეგზეგეტიკური, სამოძღვრო და სადღესასწაულო ჰომილიების ავტორის, იოანე ბოლნელის ბიოგრაფიის შესახებ სანდო საისტორიო წყაროები არ მოგვეპოვება. სხვადასხვა არაპირდაპირ ცნობაზე დაყრდნობით,
იოანე ბაგრატიონი (ბატონიშვილი) (1768-1830 წწ.) - ქართველი განმანათლებელი, ენციკლოპედისტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი.
ილარიონ ქართველი (822-875 წწ.) ქართული მონაზვნური ტრადიციის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ბიოგრაფია ცნობილია მისი ცხოვრების აღწერიდან, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, პირველად შეადგინა მისმა მოწაფე ბასილიმ, მოგვიანებით კი ქართულად თარგმნა თეოფილე ხუცესმონაზონმა. ილარიონი ჯერ კიდევ მცირე ასაკში ეზიარა საღვთისმეტყველო განათლებას და გარეჯის მონასტერში დამკვიდრდა.
იდეალიზმი სათავეს იღებს ბერძნული სიტყვიდან „იდეა“ (ქართ. „თაურხატი“, „ნიმუში“, „არსი“) და აღნიშნავს იმ ფილოსოფიურ მიმართულებებსა და კონცეფციებს, რომელთა მიხედვითაც სინამდვილის წყარო არის გონება, შემეცნება, აზროვნების პროცესი.
იაკობ ხუცესი V-VI საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალია, რომლის სახელიც დაკავშირებულია ქართული მწერლობის უძველეს თხზულებასთან „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“.
კულტურის ფილოსოფია არის ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანურ კულტურას, მისი წარმოშობის წინაპირობებს, გამოვლენის ფორმებსა და თავისებურებებს. ტერმინი „კულტურის ფილოსოფია“ (Kulturphilosophie) შემოიტანა გერმანელმა რომანტიკოსმა ადამ ფონ მიულერმა (1779-1829 წწ.)
კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, იგივე კოლხეთის აკადემია, არსებობდა III-IV საუკუნეებში ფაზისის, ახლანდელი ფოთის მახლობლად და წარმოადგენდა ბერძნული სტილის საგანმანათლებლო სასწავლებელს.
კირილე ალექსანდრიელი (376-444 წწ.) ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის კალამს ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური თხზულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანული სწავლების, როგორც ეკლესიის დოქტრინის ჩამოყალიბებაში. კირილე იმ ეპოქის ღვთისმეტყველი იყო, როცა ეკლესიას აქტიურად უხდებოდა ბრძოლა სხვადასხვა ერეტიკულ მოძღვრებებთან.
მელიტონ კელენჯერიძე დაიბადა 1864 წლის 5 თებერვალს შორაპნის მაზრის სოფელ ტაბაკინში. მელიტონს დაბადებისთანავე გარდაეცვალა დედა; ობოლი ბავშვი დეიდებმა აღზარდეს; სკოლის ასაკში იგი მამის, დიაკონ სპირიდონ კელენჯერიძის ინიციატივით ქუთაისში ვასილ პეტრიაშვილის სკოლაში მიაბარეს. 1884 წელს სკოლის დირექციის რეკომენდაციით მელიტონი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.
კახაბერ კაციტაძე 1959 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში დაიბადა. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, 1976 წელს, იგი, მისი ფილოსოფიის მიმართ დიდი ინტერესის მიუხედავად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
კატეგორიოლოგია ფილოსოფიის ქვედარგია და კატეგორიების შესახებ მოძღვრებას აღნიშნავს. კატეგორიები ლოგიკის, ონტოლოგიისა და მეტაფიზიკის საყრდენი ცნებებია და არსებულთა მთავარ ნიშან-თვისებებს გამოხატავს.
კანტი იმანუელ (22. IV. 1724 წ., კენიგსბერგი, ახლანდ. კალინინგრადი, – 12. II. 1804 წ., იქვე), გერმანელი ფილოსოფოსი. 1740-1746 წწ. სწავლობდა ფილოსოფიას, მათემატიკას, ბუნებისმეცნიერებებსა და თეოლოგიას კენიგსბერგის უნივერსიტეტში.
ზურაბ კაკაბაძე დაიბადა 1926 წლის 13 მარტს ქ. თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, იქვე გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში კოტე ბაქრაძის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად იგი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ლოგიკით და მისი საკანდიდატო დისერტაციაც ამ სფეროს ეხება.
კავკასიური ფილოსოფია მოიცავს კავკასიელი ხალხების ფილოსოფიურ აზროვნებას, რომლის თავდაპირველი კონტურები გვიანანტიკური და ბიზანტიური ფილოსოფიური მოძღვრებების საფუძველზე ჩამოყალიბდა, ხოლო შემდეგ კი სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობების რეცეფციისა და ტრასფორმაციის გზით დამოუკიდებელ ფილოსოფიურ ტრადიციად განვითარდა.
ლოგიკა (ბერძ. logikè) არის მეცნიერება სწორი აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. საგულისხმოა, რომ რასაც ჩვენ დღეს ლოგიკას ვუწოდებთ, არისტოტელე უწოდებდა ანალიტიკას. ზოგი ინტერპრეტატორის მიხედვით, ანალიტიკა არის საწყისებთან მისვლა. პირველად სიტყვა „ლოგიკა“, როგორც მეცნიერული დისციპლინის სახელი, გამოიყენა ძენონ კიტიონელმა (ძვ. წ. 333/332-262/261 წწ.). არისტოტელე იყენებდა ზედსართავს „ლოგიკური“.
გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1.VIII.1646, ლაიფციგი - 14.XI.1716, ჰანოვერი) ახალი დროის გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი, ფართო თვალსაწიერის მქონე უნივერსალური სწავლული და მეცნიერი იყო. ლაიბნიცმა დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ლოგიკა, მათემატიკა, სამართალი, ფიზიკა, ისტორია, თეოლოგია, ენის თეორია, ენის ფილოსოფია და სხვ.) განვითარებაში.
დოდო (დარეჯან) ლაბუჩიძე-ხოფერია - ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი და ფილოსოფოსი; დაიბადა 1948 წლის 15 სექტემბერს, ქ. თბილისში; 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1977 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა, რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა.
ქრისტიანობაში მნიშვნელოვანია მისი მშვიდობისმყოფელი ბუნება, მშვიდობის პრინციპის, როგორც პრინციპთა პრინციპის ხაზგასმა და დამკვიდრება, საკუთარი თავის გააზრება როგორც მშვიდობისმყოფელისა და ჰარმონიული არსებისა.
ზურაბ მიქელაძე, ქართველი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი დაიბადა 1916 წელს ქუთაისში; 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით; იმავე წელს გახდა ასპირანტი ლოგიკის განხრით;
მიქაელ ფსელოსი (ბერძ. Μιχαήλ Ψελλός, ერისკაცობაში – კონსტანტინე), 1018–1078 ან 1096 წწ. – ბიზანტიელი სწავლული, მწერალი და პედაგოგი, ფილოსოფოსი და რიტორი, ისტორიოგრაფოსი, სახელმწიფო მოხელე.
ტიმოთე გაბაშვილის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ის, სავარაუდოდ, XVII საუკუნის მიწურულს დაიბადა. ცნობილია, რომ ტიმოთე 1729 წლამდე დავით გარეჯის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ლავრაში მოღვაწეობდა.
ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) - მღვდელმთავარი, მქადაგებელი, პედაგოგი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი აღმდგენელი, საბჭოთა რეჟიმის მიერ ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრეტილი, წმიდანად კანონიზირებული - ერში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა, დაიბადა 1872
დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (ტიმოთი რიჩარდ უეარი) დაიბადა 1934 წელს ინგლისის ქალაქ ბათში, სომერსეტში, მორწმუნე ანგლიკანების ოჯახში. მართლმადიდებლობით იგი პირველად 17 წლის ასაკში დაინტერესდა (როცა შემთხვევით მოხვდა
მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს საბერძნეთში, ქ. კოზანის ახლოს. ქ. კოზანში გიმნაზიის დასრულების შემდგომ, 1948 წელს, იოანე ზიზიულასმა თესალონიკის უნივერსიტეტში ჩააბარა,
ღირსი ანტონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, დაიბადა 1731 წელს. იგი იყო სამეგრელოს მთავრის - ოტია დადიანისა (1728-1744 წწ.) და გულქანის (†1790 წ.) - რაჭის ერისთავის, შოშიტა მესამის ასულის შვილი. ანტონს ჰყავდა ოთხი ძმა - კაცია, ნიკოლოზი, გიორგი, გრიგოლი, და ერთი და - მარიამი, შემდგომში მარიამ დედოფალი (†1778 წ.), იმერეთის მეფის - სოლომონ დიდის მეუღლე. უცნობია ანტონ ჭყონდიდელის ერისკაცობის სახელი.
მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე) - სასულიერო პირი, მქადაგებელი, პედაგოგი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედი - დაიბადა 1866 წლის 17 მარტს ქუთაისში; 1878-1882 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1882-1888 წლებში - თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1889 წლის 12 თებერვალს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 19 თებერვალს - მღვდლად. სხვადასხვა დროს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებში ასწავლიდა საღვთო სჯულს, საეკლესიო გალობასა და სხვ.
ამბროსი ნეკრესელი XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. 1742 წელს მისი ხელით გადაწერილ კონდაკზე დატოვებული მინაწერის მეშვეობით ამბროსის დაბადების თარიღთან დაკავშირებულ დეტალებს ვიგებთ: „აღვსწერე წლისა ათოთხმეტისამან“; აქედან დგინდება მისი დაბადების თარიღი, 1728 წელი.
მისტიციზმი (ბერძ. Μυστικός – „საიდუმლოსთან, დაფარულთან კავშირი“) სპეციფიკური ადამიანური აქტივობაა, რომელიც, უმეტესწილად, რელიგიური გამოცდილების ფორმას ატარებს. ის აღნიშნავს მგრძნობელობისთვის მიუწვდომელთან კავშირს,
კონსტანტინე (კიტა) მეგრელიძე დაიბადა 1900 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ხრიალეთში; მამა, რომანოზ მეგრელიძე, სასულიერო პირი იყო, ხოლო დედა გახლდათ ეკატერინე შაფათავა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
მაქსიმე აღმსარებელი (ჩვ. წ. 580 – 662 წწ.) – დიდი საეკლესიო მამა და ღვთისმეტყველი - ადრებიზანტიური ეპოქის მნიშვნელოვანი მოღვაწეა, რომლის თხზულებებმა და ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ფილოსოფიურ და თეოლოგიურ აზროვნებაზე. მისი წოდება – „აღმსარებელი“ – საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ქრისტიანულ რწმენას შეწირული (თუმცა, არა მისთვის წამებული) წმინდანი – ზედმიწევნით ასახავს ამ დიდი სასულიერო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არსს: მაქსიმემ
მატერიალიზმი გულისხმობს იმ ტიპის მსოფლმხედველობას, რომლის მიხედვითაც მატერიალურს უპირატესობა ენიჭება იდეალურის, გონისმიერისა და სულიერის წინაშე. აქედან გამომდინარე, მატერიალისტები იდეალური და სულისმიერი პროცესების მატერიალურ პროცესებზე რედუცირებას ახდენენ და სამყაროს თაურსაწყისად მატერიას, ნივთიერ საწყისს მიიჩნევენ.
მერაბ მამარდაშვილი (1930 წლის 15 სექტემბერი - 1990 წლის 25 ნოემბერი) დაიბადა გორში; მამამისი, კონსტანტინე მამარდაშვილი, სამხედრო მოსამსახურე იყო, ხოლო დედა, ქსენია გარსევანიშვილი, ქართული არისტოკრატული წრიდან გახლდათ. მერაბ მამარდაშვილი ბავშვობიდანვე თავისუფლად საუბრობდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; მან შემდგომში ასევე დამოუკიდებლად ისწავლა გერმანული, ფრანგული, იტალიური და ესპანური ენები; შედარებით ნაკლებად ფლობდა ბერძნულსა და ჩეხურს; ბავშვობის წლები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გაატარა; მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მამამისი ფრონტზე წავიდა და ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
მაკარი მესხი შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული აზროვნების წარმომადგენელია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, თუმცა, ცალკეული დასკვნების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ლიტერატურული მოღვაწეობის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია. მის მიერ ქართულად ითარგმნა ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, პეტრე იბერის (V ს.) ცხოვრება - „ცხორება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისა“.
მაკარი დიდი (მეგვიპტელი) ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული ფიგურა და ადრეული მონაზვნური ტრადიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ თავდაპირველად მას ოჯახი ჰყავდა, თუმცა, ადრეულ ასაკში დაქვრივებისა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მაკარიმ მონაზვნურ ცხოვრებას მიჰყო ხელი.
შალვა ისააკის ძე ნუცუბიძე დაიბადა 1888 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანევში; თავდაპირველი განათლება ჯერ ხონის დაწყებით სკოლაში, ხოლო შემდეგ კი ხონის საოსტატო სემინარიაში მიიღო;
ქართველი მოაზროვნეები საკმაოდ ადრე გაიტაცა ნიცშეს შემოქმედებამ. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე იმართებოდა ცხარე პაექრობები ნიცშეს მოძღვრების თაობაზე.
შუა საუკუნეების ქართული აზროვნების გამორჩეულად საინტერესო ფიგურაა XII საუკუნის ქართველი სასულიერო პირი და ღვთისმეტყველი ნიკოლოზ გულაბერისძე. მისი ბიოგრაფიიდან ცოტა რამ არის ცნობილი.
ნიკო ნიკოლაძე - ყველა დროის ერთ-ერთი დიდი ქართველი მოაზროვნე და პოლიტიკოსი - თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც მახვილგონიერი, მრავალმხრივ განათლებული, ნაყოფიერი პუბლიცისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი.
ნეოპლატონური ფილოსოფიის შესწავლისა და ათვისების ისტორიას ქართულ აზროვნებაში ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს. ნეოპლატონიზმის სხვადასხვა სკოლები და მიმართულებები ქართული ფილოსოფიის ფორმირების პროცესში ნაყოფიერად გამოყენებული.
ავთანდილ პოპიაშვილი (1944 წლის 5 მარტი - 1998 წლის 15 თებერვალი) დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში; 1962-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;
აკადემიური თვალსაზრისით პოლიტიკური თეოლოგია შედარებით ახალი დარგია, რომლის შინაარსიც ხშირად სხვადასხვაგვარად განიმარტება; მისი საზღვრები ჯერაც არ არის მკაცრად დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ ფენომენი ძალზე ძველია, რამდენიმე ათას წელს ითვლის და მოსეს ხუთწიგნეულიდან იღებს სათავეს.
„პოლემოლოგია“ (ბერძ. „პოლემოს“ – ქართ. „ომი“, „დავა-კამათი“) – იგივე „ომის სოციოლოგია“ – იკვლევს ომს, როგორც სოციალურ ფენომენს, მისი წარმოშობის მიზეზებს, ომის მსვლელობის პროცესში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებსა და ომის მიერ გამოწვეულ შედეგებს სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და იდეოლოგიური კუთხით. ასევე, ომის სოციოლოგიის საგანგებო შესწავლის საგანია ომის დაძლევისა და უარყოფის, მისადმი წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმების გამოკვლევა,
ბერძნულ აზროვნებას დიდი გავლენა ჰქონდა ქართულ კულტურაზე, რაც იმის წინაპირობა გახდა, რომ ქართველ მოაზროვნეთათვის ბერძნული ფილოსოფიის პირველწყაროებთან წვდომა უშუალოდ იყო შესაძლებელი.
პირველმიზეზი - ერთ-ერთი უმთავრესი ონტოლოგიური კატეგორია, რომელიც ყოფიერების თაურსაწყის პრინციპს წარმოადგენს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის ისტორიაში არსებული მრავალფეროვნების უმთავრესი საფუძველი ყოფიერების გაგების საკითხს ეხება. ფილოსოფიური დისციპლინები, რამდენადაც სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის შესახებ ავითარებენ მოძღვრებას, იმთავითვე გვთავაზობენ სამყაროს მოწყობის მოდელსაც,
პეტრე იბერი (411-491 წწ.) ქრისტიანული აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. იგი იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი და, ამდენად, წარჩინებულთა გვარს მიეკუთვნებოდა.
პეტრე გელათელი იყო XII ან XIII ს.-ის საეკლესიო მწერალი, გელათის მონასტრის მოღვაწე. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცნობები ძალზე მწირადაა ჩვენამდე მოღწეული. XVIII-XIX სს. მეცნიერნი (ანტონ I კათალიკოსი, იოანე ბატონიშვილი) მას ნაყოფიერ მწერლად მოიხსენიებენ.
გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 (1882) წლის 28 ოქტომბერს, იმერეთში, სოფელ სვირში, რომელიც იმჟამად ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა.
რაციონალიზმი მოიცავს იმ მოძღვრებებსა და მსოფლმხედველობებს, რომლებიც სამყაროს შემეცნების პროცესში ადამიანურ გონებას (ლათ. ratio, ქართ. „გონება“, „განსჯა“) უპირატესობას ანიჭებს გრძნობადი შემეცნების უნარებთან შედარებით.
ლამარა რამიშვილი (1938–2009 წწ.), ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, დაიბადა ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის ვალერიან რამიშვილის ოჯახში. მისი ძმა, გურამ რამიშვილი (1932-1998 წწ.) ცნობილი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო.
გურამ რამიშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1932 წელს; 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება, ხოლო 1958 წელს ასპირანტურა გიორგი ახვლედიანის ხელმძღვანელობით.
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) (1879 წლის 21 დეკემბერი – 1953 წლის 6 მარტი) ქართული და რუსული სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკური ფრთის წამყვანი ფიგურა, მარქსისტული ფილოსოფიისა და რევოლუციის ინტერპრეტატორი და თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ერთპიროვნული მმართველი და დიქტატორი იყო.
ტრიადა საკაცობრიო აზროვნების მნიშვნელოვანი კატეგორიაა. ის თეორიისა და პრაქტიკის სხვადასხვა სფეროში გვხვდება, თუმცა, უპირველესად, მისი საფუძვლები ფილოსოფიაში და მის ერთ-ერთ დარგში - ლოგიკაში - უნდა ვეძიოთ.
ფილოსოფიისა და თეოლოგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტრადიციის ისტორიოგრაფიულ კონცეპტს. ტრადიციის არსებობის გარეშე არ არსებობს ფილოსოფია და თეოლოგია; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვერც კი შეიქმნება რაიმე ღირებული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო თეორია უკვე არსებული მდიდარი ტრადიციების გათვალისწინების გარეშე.
დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. უზნაძის მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შვილების განათლებას. 1896 წელს 10 წლის ასაკში დ. უზნაძე ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. იგი თავიდანვე საუკეთესო მოსწავლე იყო.
ფილოსოფია არის ადამიანთა ძალისხმევა, რათა გონების მეშვეობით სიცხადე და გარკვეულობა იქნეს შეტანილი თავად ადამიანისა და მთელი სინამდვილის რაობაში. სწორედ გონების ცნების ამგვარი გამოყენებით განსხვავდება ფილოსოფია რელიგიისგან, რომლის სააზროვნო თვალსაწიერსაც ღვთაებრივი გამოცხადება განსაზღვრავს.
XXI საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ქართველ და უცხოელ მკვლევართა (თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე, უ. რ. იეკი) ინტენსიური და პროდუქტიული თანამშრომლობის შედეგად დაფუძნდა ახალი ფილოსოფიური დისციპლინა „ფილოსოფიური ურბანისტიკა“, რაც დოკუმენტურად აისახა კიდეც 2014 წელს გამოცემულ სამეცნიერო კრებულში „ფილოსოფიური ურბანისტიკა“ (თბ., 2014 წ., 162 გვ.).
ფილოსოფია არის მეცნიერება სულის შესახებ. ის ადამიანში სულის გამოვლინების ფორმებს სწავლობს. სული მაღლდება ბუნებაზე, მაგრამ მას არ ძალუძს ბუნებისაგან დამოუკიდებლად საკუთარი არსების გაშლა.
დასაწყისის შესახებ აზრით და ფიქრით იწყება საერთოდ ფილოსოფია. ბერძნული ფილოსოფია იმით არის გამორჩეული, რომ ის (და)საწყისის შესახებ ფილოსოფიაა.
გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 13 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში, მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში აბარებს, რომელსაც 1918 წელს ასრულებს. სწორედ აღნიშნული სემინარიის რექტორის, პროფესორ კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა საკათალიკოსოს საბჭომ გენერალ ფონ კრესს თხოვნით, რომ ახალგაზრდა გრიგოლი განათლების მისაღებად გერმანიაში გაეგზავნათ. მაგრამ გერმანიაში წარმოქმნილმა რევოლუციამ ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამის შემდგომ გრიგოლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მასწავლებლობს.
ქართველი ფილოსოფოსი ალექსანდრე ქუთელია დაიბადა 1909 წელს ქალაქ სოხუმში. 1930 წელს ქუთელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი დაასრულა, ხოლო ასპირანტურაში სწავლა მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც 1935 წელს დაასრულა;
ქრისტიანული ჰერმენევტიკა არის ქრისტიანული ტექსტების (ბიბლია, წმ. მამათა ნაშრომები, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური მწერლობა, ქრისტიანული მხატვრული ლიტერატურა) შესწავლისა და ინტერპრეტაციის პრინციპებისა და მიდგომების სისტემა.
ეტიმოლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, ფსიქოლოგია ცოდნის სისტემაა, რომლის მიზანიც სულის (ψυχή - ბერძ. „ქროლა“, „სუნთქვა“) შემეცნებაა (λογία - ბერძ. „სწავლა“, „დისკურსი“). ისტორიულად კი ფსიქოლოგიის შემეცნების სფეროს უკავშირდება ისეთი საკითხები,
ქრისტიანობა უნივერსალური რელიგიაა, ხოლო ფილოსოფია კი უნივერსალური მეცნიერება. ორივე მათგანი სამყაროს შესახებ უნივერსალურ მოძღვრებას ქმნის. ფილოსოფია, ყველა სხვა მეცნიერებისგან განსხვავებით, არის დისკურსული პრაქტიკების ერთიანობა, ე.ი. სამყაროს შესახებ მსოფლმხედველობათა შეჯერების შედეგად მიღებული სააზროვნო პრაქტიკა.
ქრისტიანული ეთიკა ეთიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის არის სათნოების ეთიკა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის პიროვნული ღირებულების საზრისის - ადამიანის, როგორც ასეთის, მნიშვნელობას და მის ფუნდამენტურ არსებობას აძლევს საზრისს.
ქრისტიანული ანთროპოლოგია არის ქრისტიანული თეოლოგიისა და ფილოსოფიის სფეროში წარმოქმნილი მიმართულება, რომელიც შეისწავლის ადამიანის წარმოშობას, ბუნებას, აგებულებას, მის მიწიერ როლსა და მისიას ქრისტიანული მოძღვრების კონტექსტში.
ვენორ მიხეილის ძე ქვაჩახია დაიბადა 1925 წლის 10 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ ღუმურიშში; 1941 წელს დაამთავრა გალის N 1 საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მარქსის შრომა „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ და ლოგიკის პრობლემები“; 1965 წელს ვ. ქვაჩახიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმების ურთიერთკავშირი და ესთეტიკური ღირებულების პრობლემა“. 1953-1961 წლებში იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა.
ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ ფილოსოფია მოიცავს როგორც ეროვნულ, ასევე ზეეროვნულ ელემენტებს.
ქართული ფილოსოფიის ისტორია იწყება გვიანი ანტიკურობის ხანიდან. ამ დროს ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ფაზისის რიტორიკული სკოლა, რომელიც ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსს, ევგენიოსს (III-IV სს.) და მის შვილს, არისტოტელეს ნაშრომების საყოველთაოდ ცნობილ კომენტატორს, თემისტიოსს (IV ს.) დაუმთავრებიათ.
რენესანსის პრობლემა დასავლური კულტურის აქტუალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი შვეიცარიელი კულტურის ისტორიკოსის, იაკობ ბურკჰარდტის (1818-1897 წწ.) განთქმული ნაშრომები: „რენესანსის კულტურა იტალიაში“ (1860 წ.) და „რენესანსის ისტორია იტალიაში“ (1878 წ.).
ღმერთის არსებობის მტკიცებულებას ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამის თვალსაჩინო მაგალითია არგუმენტაციათა მთელი წყება ღმერთის არსებობისა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური და ონტოლოგიური არგუმენტებია.
ღირსი მამის, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, 951 წელს აღუწერია ხანძთაში მოღვაწე ბერს - გიორგი მერჩულეს. აღნიშნული თხზულების სათაურია „შრომა და მოღუაწება ღირსად ცხორებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისა, ხანძთისა და შატბერდის აღმაშენებელისა და მისთანა მრავალთა მამათა ნეტართა“.
ალექსი შუშანია დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ღვთისმოყვარე ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს, სადაც მან დიდი ნიჭიერება გამოავლინა, თუმცა მეორე კლასში ის მძიმედ დაავადდა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ფილიპე ყაითმაზაშვილის შესახებ ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები მწირია; ის, რაც ვიცით, მისი დროის თხზულებათა და ავტორთა მიერ არის შემონახული. უეჭველია ის ფაქტი, რომ ფილიპე XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სასულიერო მოღვაწე იყო და აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელ საგანმანათლებლო საქმიანობის აღორძინებაში.
ანტიკურ ფილოსოფიასა და შუა საუკუნეების ფილოსოფიას შორის პირობით მიჯნად 529 წელი ითვლება, როდესაც ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის განკარგულებით დაიხურა უკანასკნელი ანტიკური ფილოსოფიური სკოლა - ათენის აკადემია.
აპოლონ ეპიფანეს ძე შეროზია - ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, არაცნობიერი ფსიქიკურის ცნობილი მკვლევარი - დაიბადა სენაკის რაიონის სოფ. უშაფათში 1927 წლის 23 ივნისს; უშაფათის საშუალო სკოლის მეშვიდე კლასის დამთავრების შემდეგ, 1942 წელს იგი გადადის ქ. ცხაკაიას სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში,
ქართველი ფილოსოფოსი რომან შენგელია დაიბადა 1932 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში; 1954 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით; იმავე წელსვე სწავლა განაგრძო ასპირანტურაში; 1955-1960 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე;
ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწე პეტრე შარია დაიბადა 1904 წლის 7 აპრილს, სოფელ თაგილონში (ახლ. გალის რაიონი); დაასრულა ზუგდიდის საშუალო სკოლა; 1919-1920 წლებში სწავლობდა სოხუმის საოსტატო სემინარიაში, 1920 წელს მუშაობას იწყებს დაწყებითი სკოლის მასწავლებლად.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში „შავი მთის მწიგნობრულ სკოლად“ სახელდებულია მთარგმნელობითი მიმდინარეობა, რომელიც ჩაისახა XI საუკუნეში სირიაში მოღვაწე ქართველ ბერ-მონაზონთა მწიგნობრულ წრეებში.
თავადი ალექსანდრე გიორგის ძე ჩიქოვანი ახალი დროის ქართული ფილოსოფიური აზროვნების წარმომადგენელია. იგი დაიბადა ქალაქ თბილისში, 1805 წლის 27 აგვისტოს. გარდა ფილოსოფიური აზროვნებისა, მისი მოღვაწეობის სფეროში პოეზიაც შედიოდა. მაგალითად, მისი რამდენიმე ლექსი 1857-1858 წლებში ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა, დიდი ნაწილი მისი პოეზიისა კი დაკარგულია.
ჩახრუხაძე შუა საუკუნეების ქართველი ავტორია, რომლის კალამსაც პოემა „თამარიანის“ შექმნას მიაწერენ. ამ პიროვნების ბიოგრაფიის რეკონსტრუქცია ძალზედ რთულია. ამგვარი ცნობები, ძირითადად, თავად მის პოემაში შეგვიძლია ვიპოვოთ.
ქართველი ფილოსოფოსი გიორგი (ჟორეს) ცინცაძე დაიბადა 1926 წლის 15 აგვისტოს გურიაში, სოფელ ბუკისციხეში; 1944 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა; ამავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1946 წელს ოთხმა ქართველმა სტუდენტმა - გიორგი ცინცაძემ, ალექსანდრე მელაძემ, შოთა ჯიჯაძემ და ბორის ხუხუამ - შექმნეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იყო
წმ. ქეთევან დედოფალი (გარდ. 1624 წ.) - დიდმოწამე, დედოფალი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა. ის გახლდათ აშოთან მუხრანბატონის ასული. როგორც გრიგოლ ვახვახიშვილი მოგვითხრობს, ადრეული ასაკიდანვე ღმრთისმსახურებაში ღრმად განსწავლული მომავალი დედოფალი განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩეოდა („ხილვითა ხატისათა ფრიად შუენიერ და ბრწყინვიდა სახე მისი“).
სავლე წერეთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში; ის, როგორც მოაზროვნე, უნივერსალურ მოვლენას წარმოადგენს ფილოსოფიის ისტორიაში: მან მარქსიზმ-ლენინიზმის მკაცრი დოქტრინალური მოთხოვნების სივრცეში მოახერხა ორიგინალური ფილოსოფიური აზროვნების განვითარება.
მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში; 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ამავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხული იქნა აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის.
იაგორ ჭილაშვილი და მისი აზროვნება საქართველოშიც კი ნაკლებადაა ცნობილი. მისი სახელი იშვიათად თუ შეგხვდებათ ჩვენში გავრცელებულ ლექსიკონებსა და ფილოსოფიურ კვლევებში.
ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1923 წლის 5 მაისს ყვარელში. ეპოქის ცვლილებისა და წარმომავლობის გამო მას ძალზე მძიმე ბავშვობა ჰქონდა: ერთი წლის ნიკო და დედამისი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებმა იხსნეს პირველი რეპრესიებისაგან; 1924 წელს კი შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს ნიკოს მამა - ზურაბ ჭავჭავაძე, მიუხედავად იმისა, რომ ის „ტოლსტოველი“ იყო და, აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა შეთქმულების მონაწილე ან თუნდაც თანამგრძნობი ყოფილიყო. თუმცა, იმდროინდელი ხელისუფლებისათვის არსებობდა ეჭვშეუვალი სამხილი - გვარი, ჭავჭავაძეთა თავადური წარმოშობა.
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 27 ოქტომბერს ყვარელში, გრიგოლ ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის, მარიამ ბებურიშვილის ოჯახში. 1857 წელს მან გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში.
შალვა ხიდაშელი დაიბადა 1911 წლის თებერვალში (საბუთებით 31 მაისს) ქ. ცხინვალში, მასწავლებლის, ვასილ ხიდაშელის ოჯახში. 1918 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
დიდი ქართველი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე ქართულ აზროვნებაში ინტერკულტურული ფილოსოფიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წლის 10 იანვარს, ქალაქ თბილისში.
ოთარ ჯიოევი დაიბადა 1928 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში; 1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს გადავიდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს; 1957 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1972 წელს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს ქალაქ თბილისში. მამამისი ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფესიით პედაგოგი იყო, ხოლო დედა კი გახლდათ სოფიო ჯავახიშვილი. იმ დროს საქართველოში გამეფებული არაჯანსაღი ვითარების მიუხედავად, იგი იზრდებოდა კეთილშობილ გარემოში. მათი ოჯახი გაჟღენთილი იყო ქვეყნის სიყვარულით, სამშობლოს უკეთესი მომავლის რწმენითა და იმედით. აღნიშნულ გარემოებებს მომავალში უკვალოდ არ ჩაუვლია ერისკაცის, დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებაში.
ჰეგელის სახელი საქართველოში პირველად ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტთან, ნიკო ნიკოლაძესთან (1843-1928 წწ.) გვხვდება. ნიკოლაძე პეტერბურგში სტუდენტთა დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.