მიხეილ გოგატიშვილი

მიხეილ გოგატიშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

მიხეილ გოგატიშვილმა 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2006 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი. მიხეილ გოგატიშვილი არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.

გაზიარება:

სტატიები

2024-02-23

ბაქრაძე კონსტანტინე (კოტე)

მიხეილ გოგატიშვილი

გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძე დაიბადა 1898 წლის 24 ნოემბერს, ქ. თბილისში. იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ფილოსოფიაში. 1918 წელს მან დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1922 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2023-01-28

ბეგიაშვილი არჩილ

მიხეილ გოგატიშვილი

არჩილ ბეგიაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1928 წლის 20 იანვარს, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრის, პროფ. თევდორე ბეგიაშვილის ოჯახში; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1965 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1971 წლიდან კი იქვე იყო პროფესორი.

2024-06-09

ბიჭაშვილი მამუკა

მიხეილ გოგატიშვილი

მამუკა ბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 სექტემბერს, ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში. მისი ფილოსოფიური მოღვაწეობა ემთხვევა საბჭოთა სისტემის რღვევის პერიოდს. სხვა ფილოსოფოსებთან ერთად, იგი ცდილობდა, რომ ფილოსოფიური აზროვნება გათავისუფლებულიყო დოგმატური მარქსიზმის კლიშეებისა და მეთოდოლოგიური სივიწროვისგან; 1977-1982 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიის მიმართულებით, ხოლო 1982-1985 წლებში კი ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ასპირანტურაში ფილოსოფიის მიმართულებით.

2021-04-29

სტალინი იოსებ

მიხეილ გოგატიშვილი

იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) (1879 წლის 21 დეკემბერი – 1953 წლის 6 მარტი) ქართული და რუსული სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკური ფრთის წამყვანი ფიგურა, მარქსისტული ფილოსოფიისა და რევოლუციის ინტერპრეტატორი და თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ერთპიროვნული მმართველი და დიქტატორი იყო.

2022-10-09

ქრისტიანული ეთიკა

მიხეილ გოგატიშვილი

ქრისტიანული ეთიკა ეთიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის არის სათნოების ეთიკა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის პიროვნული ღირებულების საზრისის - ადამიანის, როგორც ასეთის, მნიშვნელობას და მის ფუნდამენტურ არსებობას აძლევს საზრისს.

2023-11-12

წერეთელი სავლე

მიხეილ გოგატიშვილი

სავლე წერეთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში; ის, როგორც მოაზროვნე, უნივერსალურ მოვლენას წარმოადგენს ფილოსოფიის ისტორიაში: მან მარქსიზმ-ლენინიზმის მკაცრი დოქტრინალური მოთხოვნების სივრცეში მოახერხა ორიგინალური ფილოსოფიური აზროვნების განვითარება.