მიხეილ გოგატიშვილი

მიხეილ გოგატიშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

მიხეილ გოგატიშვილს 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

2006 წლიდან კი, არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი. მიხეილ გოგატიშვილი არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.

გაზიარება:

სტატიები

2023-01-28

ბეგიაშვილი არჩილ

მიხეილ გოგატიშვილი

არჩილ ბეგიაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1928 წლის 20 იანვარს, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრის, პროფ. თევდორე ბეგიაშვილის ოჯახში; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1965 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1971 წლიდან კი იქვე იყო პროფესორი.

2021-04-29

სტალინი იოსებ

მიხეილ გოგატიშვილი

იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი) (1879 წლის 21 დეკემბერი – 1953 წლის 6 მარტი) ქართული და რუსული სოციალ-დემოკრატიის ბოლშევიკური ფრთის წამყვანი ფიგურა, მარქსისტული ფილოსოფიისა და რევოლუციის ინტერპრეტატორი და თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ერთპიროვნული მმართველი და დიქტატორი იყო.

2022-10-09

ქრისტიანული ეთიკა

მიხეილ გოგატიშვილი

ქრისტიანული ეთიკა ეთიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის არის სათნოების ეთიკა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის პიროვნული ღირებულების საზრისის - ადამიანის, როგორც ასეთის, მნიშვნელობას და მის ფუნდამენტურ არსებობას აძლევს საზრისს.