ენციკლოპედიის მოკლე აღწერა:

ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ბაზაზე შექმნილი და განვითარებული აკადემიური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მდიდარი ტრადიციის შესახებ კვალიფიციური ცოდნის გავრცელებას დარგის წარმომადგენელთა, სტუდენტთა და ქართული საზოგადოების ფართო წრეებში. ენციკლოპედია მოიცავს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების შესახებ სტატიებს, ასევე, ქართული აზროვნების მნიშვნელოვანი სკოლების, მიმართულებების, ცნებებისა და იდეების შესახებ სტატიებს. ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები არიან ფილოსოფიისა და თეოლოგიის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ამავდროულად, ენციკლოპედიის პროექტი აერთიანებს ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში მომუშავე მკვლევრების ფართო წრეს.

 

ენციკლოპედიაში განთავსებულია სტატიები:
  • ♦ ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მნიშვნელოვანი ავტორებისა და წარმომადგენლების შესახებ.
  • ♦ ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის პარადიგმატული ცნებებისა და იდეების შესახებ.
  • ♦ ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის სკოლების, მიმართულებებისა და დარგების შესახებ, ასევე, ევროპული და ამერიკული ფილოსოფიისა და თეოლოგიის იმ სკოლების, მიმართულებებისა და დარგების შესახებ, რომლებმაც საგანგებო როლი შეასრულეს ქართული აზროვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

 

ენციკლოპედიის მიზნები:
  • ♦ ინტერნეტში ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესახებ კვალიფიციური, აკადემიური მასალის შექმნა, მისი განგრძობადი შევსება და განვითარება.
  • ♦ ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების, სკოლების, მიმართულებების, დარგებისა და იდეების პოპულარიზება აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებაში.
  • ♦ თანამედროვე ქართველ ფილოსოფოსებს, თეოლოგებსა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვა სფეროების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 

ენციკლოპედიის უნივერსალური კლასიფიკაცია: UDC(უაკ) 1(479.22)(038)+2-1(47922)(038) ქ-279.


© ყველა უფლება დაცულია

გაფრთხილება: დაუშვებელია ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით რეპროდუცირება ან ხელმეორედ გამოქვეყნება. მასალა უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის, დაუშვებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნით.

გაზიარება: