თენგიზ ირემაძემ 2003 წელს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2007 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 2015 წლიდან თენგიზ ირემაძე არის ფილოსოფიის პროფესორი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, აქვე იგი ხელმძღვანელობს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს. იგი არის 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.
გიორგი ხუროშვილმა 2017 წელს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2016-2021 წწ. გიორგი ხუროშვილი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2021 წლიდან არის პროფესორი. 2016 წლიდან იგი არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი, 2017 წლიდან კი არქივის დირექტორის მოადგილე. გიორგი ხუროშვილი არის 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი და მთარგმნელი.
ლალი ზაქარაძემ 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2010 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2007 წლიდან დღემდე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის განყოფილების გამგეა. 2015 წლიდან იგი არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. ლალი ზაქარაძე არის 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.
მიხეილ გოგატიშვილმა 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 2006 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი. მიხეილ გოგატიშვილი არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.
1994 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 1996 წლის 24 მარტს აღესრულა მისი ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად. 2003 წელს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 2007 წელს ებოძა მიტროპოლიტის წოდება. 2003 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამავე წლიდან არის ფოთის წმ. ნიკოლოზის სახეობის სკოლის რექტორი. 2010 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ „უფლის ციხის“ მთავარი რედაქტორი. 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით. 2017 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში.
2017 წლის 11 ივნისს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 2018 წელს მოიპოვა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ამავე წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. არქიმანდრიტი დიონისე არის 30-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და მთარგმნელი.
უდო რაინჰოლდ იეკმა 1992 წელს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2002 წელს შეასრულა ჰაბილიტაცია. ამჟამად არის ბოხუმის რურის უნივერსიტეტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის უცხოეთის განყოფილების გამგე. უდო რაინჰოლდ იეკი არის 180-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.