გიორგი ხუროშვილი

გიორგი ხუროშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

გიორგი ხუროშვილმა 2017 წელს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2016-2021 წწ. გიორგი ხუროშვილი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2021 წლიდან არის პროფესორი. 2016 წლიდან იგი არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი, 2017 წლიდან კი არქივის დირექტორის მოადგილე. გიორგი ხუროშვილი არის 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი და მთარგმნელი. 

გაზიარება:

სტატიები

2021-04-14

ამილახვარი ალექსანდრე

გიორგი ხუროშვილი

ალექსანდრე ამილახვარი დაიბადა 1750 წლის 20 ოქტომბერს, კასპის რაიონის სოფელ ჭალაში გავლენიანი ქართლელი თავადის დიმიტრი ამილახვრის ოჯახში. დიმიტრი ამილახვარი ერეკლე მეორესთან დაახლოებული ფეოდალი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც მეფემ თავის დას

2023-11-06

არსენ იყალთოელი

გიორგი ხუროშვილი

არსენ იყალთოელი (XI-XII სს.) შუა საუკუნეების ქართული აზროვნების, სახელმწიფოებრივი და ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მიუხედავად ამისა, მისი ვინაობა, ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკვანძო მომენტები ქართულ აკადემიურ სივრცეში დღემდე დავის საგანია. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდის ქართულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში (XI-XII სს.) სახელი „არსენი“ გვხვდება რამდენიმე განსხვავებულ და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ კონტექსტში. ამგვარად, უპირველესად, საჭიროა განხორციელდეს ამ ცნობების შედარება, რათა შევადგინოთ არსენის ცხოვრებისა და საქმეების ძირითადი სურათი.

2021-04-02

გაიოზ რექტორი

გიორგი ხუროშვილი

XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში ფართო საგანმანთლებლო-კულტურული საქმიანობა გაიშალა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, თბილისის ფილოსოფიური სკოლა (1755 წ.), რომლის კავალდაკვალ დაფუძნდა თელავის ფილოსოფიური სკოლა (1758 წ.), უფრო მოგვიანებით კი ამ უკანასკნელის ბაზაზე ამოქმედდა თელავის სემინარია.

2023-12-10

გერმანე მღვდელმონაზონი

გიორგი ხუროშვილი

გერმანე მღვდელმონაზონი ახალი დროის ქართული ინტელექტუალური ცხოვრების გამორჩეული ფიგურაა. მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ვახტანგ ქართლის გამგებლის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) მიერ წამოწყებულ მასშტაბურ განმანათლებლურ პროექტებთან, რომელთა წარმატების შედეგადაც დაძლეული იქნა ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV ს.) დაწყებული კულტურული დაქვეითების ხანგრძლივი პროცესი.

2023-11-14

გიორგი მერჩულე

გიორგი ხუროშვილი

გიორგი მერჩულე შუა საუკუნეების ქართული აზროვნების თვალსაჩინო ფიგურაა; მისი ნაშრომი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ)

2021-03-31

დავით რექტორი

გიორგი ხუროშვილი

დავით რექტორი (ალექსის ძე) მესხიშვილი თავისი დროის იმ რჩეულ მოღვაწეთა შორისაა, რომელთაც ქართულ კულტურას ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს, თუმცა მისი ბიოგრაფიიდან ცოტა რამ თუ არის ცნობილი.

2024-03-18

ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი

გიორგი ხუროშვილი

ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი XV საუკუნის ქართული ინტელექტუალური და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან საქართველოს ისტორიაში დიდი კვალი დატოვა, როგორც გავლენიანმა ფეოდალმა, 

2021-09-03

თბილისის სემინარია (1755 წ.)

გიორგი ხუროშვილი

თბილისის სემინარია 1755 წელს დაფუძნდა. ამ საქმის მოთავე იყო ახალი დროის დიდი ქართველი ინტელექტუალი, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი ანტონ პირველი (ბაგრატიონი), რომელიც საქართველოში ახალი საგანმანათლებლო კერების განვითარების საქმეში იმჟამინდელი მონარქების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.

2021-05-16

თელავის სემინარია

გიორგი ხუროშვილი

თელავის სემინარია დაფუძნდა 1782 წელს, თუმცა, ამ ახალი საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებლის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა თელავის ფილოსოფიური სკოლა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელი მონარქის, ერეკლე II-ისა და კათოლიკოს ანტონ I-ის ინიციატივით დაფუძნდა 1758 წელს; ეს სკოლა თბილისში რამდენიმე წლით ადრე გახსნილი ფილოსოფიური სკოლის მოდელს იმეორებდა.

2023-11-22

იაკობ ხუცესი

გიორგი ხუროშვილი

იაკობ ხუცესი V-VI საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალია, რომლის სახელიც დაკავშირებულია ქართული მწერლობის უძველეს თხზულებასთან „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“.

2021-05-19

იოანე შავთელი

გიორგი ხუროშვილი

იოანე შავთელი შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურისა და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები სადავოა (სავარაუდოდ, 1150-1215 წწ.), თუმცა, არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოს მეფეების, გიორგი III-ისა და თამარის ზეობის წლებში, ე.ი. XII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIII საუკუნის პირველი მეოთხედში.

2023-11-28

იოანე-ზოსიმე

გიორგი ხუროშვილი

ქრისტიანი ბერი და სწავლული იოანე-ზოსიმე შუა საუკუნეების ქართული რელიგიური მწერლობის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედებაც ქართული იდეების ისტორიის მნიშვნელოვან მიმართულებას აფუძნებს. მისი ვინაობის შესახებ ცნობები ფრაგმენტულია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ შემდეგი:

2021-09-02

იოსელიანი პლატონ

გიორგი ხუროშვილი

პლატონ იოსელიანი (1809-1875 წწ.) XIX საუკუნის ქართული ინტელექტუალური ცხოვრების გამორჩეული ფიგურაა; იგი იყო ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარი, ფილოსოფიის მასწავლებელი და მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საზოგადოებრივი პროექტის ავტორი, რამაც XIX-XX საუკუნეებში მყარი ბაზისი შექმნა ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის კვლევისთვის.

2021-04-13

ისტორიის ფილოსოფია

გიორგი ხუროშვილი

ისტორიის ფილოსოფია – ფილოსოფიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც ისტორიის არსს, ისტორიული პროცესის კანონზომიერებას, ადამიანთა საზოგადოების განვითარების იმანენტურ ლოგიკას და სოციალური დეტერმინიზმის საკითხებს სწავლობს.

2021-03-30

იყალთოს აკადემია

გიორგი ხუროშვილი

იყალთოს აკადემია შუა საუკუნეების  საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. აკადემია, იყალთოს სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც VI საუკუნეში დაარსა ზენონმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა.

2021-04-24

ნიკოლოზ I გულაბერისძე

გიორგი ხუროშვილი

შუა საუკუნეების ქართული აზროვნების გამორჩეულად საინტერესო ფიგურაა XII საუკუნის ქართველი სასულიერო პირი და ღვთისმეტყველი ნიკოლოზ გულაბერისძე. მისი ბიოგრაფიიდან ცოტა რამ არის ცნობილი.

2023-12-02

პოლიტიკური თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში

გიორგი ხუროშვილი

აკადემიური თვალსაზრისით პოლიტიკური თეოლოგია შედარებით ახალი დარგია, რომლის შინაარსიც ხშირად სხვადასხვაგვარად განიმარტება; მისი საზღვრები ჯერაც არ არის მკაცრად დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ ფენომენი ძალზე ძველია, რამდენიმე ათას წელს ითვლის და მოსეს ხუთწიგნეულიდან იღებს სათავეს.

2021-04-17

ქრისტიანული ანთროპოლოგია

გიორგი ხუროშვილი

ქრისტიანული ანთროპოლოგია არის ქრისტიანული თეოლოგიისა და ფილოსოფიის სფეროში წარმოქმნილი მიმართულება, რომელიც შეისწავლის ადამიანის წარმოშობას, ბუნებას, აგებულებას, მის მიწიერ როლსა და მისიას ქრისტიანული მოძღვრების კონტექსტში.

2021-05-02

ქრისტიანული ჰერმენევტიკა

გიორგი ხუროშვილი

ქრისტიანული ჰერმენევტიკა არის ქრისტიანული ტექსტების (ბიბლია, წმ. მამათა ნაშრომები, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური მწერლობა, ქრისტიანული მხატვრული ლიტერატურა) შესწავლისა და ინტერპრეტაციის პრინციპებისა და მიდგომების სისტემა.