მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

1994 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 1996 წლის 24 მარტს აღესრულა მისი ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად. 2003 წელს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 2007 წელს ებოძა მიტროპოლიტის წოდება. 2003 წლიდან  დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამავე წლიდან არის ფოთის წმ. ნიკოლოზის სახეობის სკოლის რექტორი. 2010 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ „უფლის ციხის“ მთავარი რედაქტორი. 2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით. 2017 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში.

გაზიარება:

სტატიები

2021-05-12

იონა ხელაშვილი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი, ერისკაცობაში იოანე, დაიბადა 1778 წელს, ქიზიყის სოფელ ვაქირში. მას ყრმობიდანვე გააჩნდა სწავლისადმი დაუოკებელი წყურვილი, თუმცა, მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა; ერთი მხრივ, სოციალური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, უსახსრობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.

2021-05-21

მიტროპოლიტი ანტონი (ჭყონდიდელი)

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

ღირსი ანტონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, დაიბადა 1731 წელს. იგი იყო სამეგრელოს მთავრის - ოტია დადიანისა (1728-1744 წწ.) და გულქანის (†1790 წ.) - რაჭის ერისთავის, შოშიტა მესამის ასულის შვილი. ანტონს ჰყავდა ოთხი ძმა - კაცია, ნიკოლოზი, გიორგი, გრიგოლი, და ერთი და - მარიამი, შემდგომში მარიამ დედოფალი (†1778 წ.), იმერეთის მეფის - სოლომონ დიდის მეუღლე. უცნობია ანტონ ჭყონდიდელის ერისკაცობის სახელი.