ღირსი ანტონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, დაიბადა 1731 წელს. იგი იყო სამეგრელოს მთავრის - ოტია დადიანისა (1728-1744 წწ.) და გულქანის (†1790 წ.) - რაჭის ერისთავის, შოშიტა მესამის ასულის შვილი. ანტონს ჰყავდა ოთხი ძმა - კაცია, ნიკოლოზი, გიორგი, გრიგოლი, და ერთი და - მარიამი, შემდგომში მარიამ დედოფალი (†1778 წ.), იმერეთის მეფის - სოლომონ დიდის მეუღლე. უცნობია ანტონ ჭყონდიდელის ერისკაცობის სახელი.
მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი, ერისკაცობაში იოანე, დაიბადა 1778 წელს, ქიზიყის სოფელ ვაქირში. მას ყრმობიდანვე გააჩნდა სწავლისადმი დაუოკებელი წყურვილი, თუმცა, მის ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა; ერთი მხრივ, სოციალური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, უსახსრობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.