ბიზანტიური არქიტექტურა ფართოდ იყო გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთში. მისი გავრცელების არეალის სიახლოვეს, სამხრეთ კავკასიაში, მნიშვნელოვანი ქრისტიანული საკრალური არქიტექტურა წარმოიშვა, რომლის ძირებიც გვიანანტიკურობაში უნდა ვეძიოთ.
ვახტანგ გორგასალის ხელმწიფობის ზუსტი პერიოდი დღემდე სადავოა, თუმცა, უახლესი კვლევების თანახმად, იგი მეფობდა 447-522 წლებში. „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ვახტანგის მართვის ყაიდა მიუთითებს, რომ კავკასიის ადგილობრივი ელიტური ფენების წევრები ბერძნულ-რომაულ განათლებას იღებდნენ.