ლალი ზაქარაძე

ლალი ზაქარაძე

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

ლალი ზაქარაძემ 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2010 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2007 წლიდან დღემდე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის განყოფილების გამგეა. 2015 წლიდან იგი არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. ლალი ზაქარაძე არის 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. 

გაზიარება:

სტატიები

2021-05-21

არეოპაგიტიკა შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში

ლალი ზაქარაძე

ფილოსოფიის ისტორიაში მისტიკური ელემენტების შემოსვლა ბუნებრივი და გარდაუვალი იყო, რადგან რაციონალური აზროვნება საკუთარი შედეგების სრულყოფისთვის ხშირად მიმართავდა მისტიკურ ელემენტებს. მისტიკური ნაკადი განსაკუთრებით თავს იჩენდა რელიგიურ ფილოსოფიაში. ამ თვალსაზრისით, მისი გავლენებიდან გამომდინარე, არეოპაგიტიკა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია შუა საუკუნეების ფილოსოფიაში. მისტიკის საბოლოო სახით ჩამოყალიბება ქრისტიანობაში, უწინარეს ყოვლისა, დიონისე არეოპაგელის ტექსტებთან და მის ინტერპრეტაციებთან არის დაკავშირებული.

2021-05-21

დავით გურამიშვილი

ლალი ზაქარაძე

დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს სოფელ გორის უბანში (საგურამოს თემი). მან სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა, შემდეგ კი მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. დაახლოებით 1727-1728 წლებში იგი ლეკებმა დაატყვევეს. გურამიშვილი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს მოსახლეობას.

2021-04-19

იოანე ლაზი

ლალი ზაქარაძე

იოანე ლაზი (იოანე ევნუხი, იეროთეოსი) V საუკუნის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე (გარდ. 464-465 წწ., 4 ოქტომბერს), პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელია. სიმონ ყაუხჩიშვილის აზრით, იოანე ლაზი (ერისკაცობაში მითრიდატე ლაზი) კოლხეთის რიტორიკული სკოლის წარმომადგენელი იყო.

2023-12-25

კულტურის ფილოსოფია

ლალი ზაქარაძე

კულტურის ფილოსოფია არის ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანურ კულტურას, მისი წარმოშობის წინაპირობებს, გამოვლენის ფორმებსა და თავისებურებებს. ტერმინი „კულტურის ფილოსოფია“ (Kulturphilosophie) შემოიტანა გერმანელმა რომანტიკოსმა ადამ ფონ მიულერმა (1779-1829 წწ.)

2022-10-22

ლაბუჩიძე-ხოფერია დოდო

ლალი ზაქარაძე

დოდო (დარეჯან) ლაბუჩიძე-ხოფერია - ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი და ფილოსოფოსი; დაიბადა 1948 წლის 15 სექტემბერს, ქ. თბილისში; 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1977 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა, რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა.

2023-12-25

ქართული რენესანსის თეორია

ლალი ზაქარაძე

რენესანსის პრობლემა დასავლური კულტურის აქტუალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ცნობილი შვეიცარიელი კულტურის ისტორიკოსის, იაკობ ბურკჰარდტის (1818-1897 წწ.) განთქმული ნაშრომები: „რენესანსის კულტურა იტალიაში“ (1860 წ.) და „რენესანსის ისტორია იტალიაში“ (1878 წ.).