არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ასისტენტ-პროფესორი

2017 წლის 11 ივნისს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 2018 წელს მოიპოვა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. ამავე წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. არქიმანდრიტი დიონისე არის 30-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და მთარგმნელი. 

გაზიარება:

სტატიები

2021-04-14

გაბრიელ მცირე

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

წმიდა გაბრიელ მცირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. მისი დაბადების სავარაუდო თარიღი 1745-1755 წლებს შორის მერყეობს. გიორგი XII-ის ძის, ბაგრატ ბატონიშვილის ცნობით, გაბრიელი თბილისის მოქალაქე, ხელოვნებით მკერავი ყოფილა; მან ოჯახი და ყოველივე მონაგები ღვთის სიყვარულის გამო დატოვა და გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში წავიდა, სადაც ბერად აღიკვეცა კიდეც.

2021-04-16

დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი დაიბადა 1705 წლის ახლო პერიოდში. ის თავდაპირველად სხვა სახელს ატარებდა (ერთი ვერსიით იობს, მეორეთი — ისააკს), მღვდლად კურთხევისას კი ზაქარია ეწოდა. მისი მამა - ნიკოლოზი - დმანისში დეკანოზი იყო.

2021-04-16

დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე დაიბადა 1873 წელს ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ასკანაში, მედავითნის ოჯახში; 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1895-1899 წლებში კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც ღვთისმეტყველების კანდიდატი გახდა;

2021-06-01

იოანე მინჩხი

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ჰიმნოგრაფია ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ლიტურგიკულ-საღვთისმსახურო და არალიტურგიკულ-საღვთისმეტყველო მიზნებისთვის შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს. ის ხასიათდება სინკრეტიზმით, რადგან თავის თავში მოიცავს როგორც თეოლოგიურ, ასევე ესთეტიკურ-მუსიკალურ ასპექტებს და გალობით აღესრულება. აღნიშნული ტრადიცია ქრისტიანულმა ეკლესიამ ებრაული ღვთისმსახურებისგან მემკვიდრეობით მიიღო და თანდათანობით გაამდიდრა პოეტურ-საგალობელი ელემენტებით შემკული ახალი მასალით.

2021-04-16

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი)

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ტიმოთე გაბაშვილის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ის, სავარაუდოდ, XVII საუკუნის მიწურულს დაიბადა. ცნობილია, რომ ტიმოთე 1729 წლამდე დავით გარეჯის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ლავრაში მოღვაწეობდა.

2021-04-14

ღირსი ალექსი შუშანია

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ალექსი შუშანია დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას ღვთისმოყვარე ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს, სადაც მან დიდი ნიჭიერება გამოავლინა, თუმცა მეორე კლასში ის მძიმედ დაავადდა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

2021-06-01

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ღირსი მამის, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, 951 წელს აღუწერია ხანძთაში მოღვაწე ბერს - გიორგი მერჩულეს. აღნიშნული თხზულების სათაურია „შრომა და მოღუაწება ღირსად ცხორებისა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისა, ხანძთისა და შატბერდის აღმაშენებელისა და მისთანა მრავალთა მამათა ნეტართა“.