ენციკლოპედიის მოკლე აღწერა:

 

ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ელექტრონული ენციკლოპედია არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე შექმნილი და განვითარებული სამეცნიერო-ელექტრონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მდიდარი ტრადიციის შესახებ კვალიფიციური ცოდნის გავრცელებას დარგის წარმომადგენელთა, სტუდენტთა და ქართული საზოგადოების ფართო წრეებში. ენციკლოპედია მოიცავს ცნობილი ქართველი ფილოსოფოსებისა და თეოლოგების შესახებ სტატიებს, ასევე, ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიისთვის მნიშვნელოვანი სკოლების, მიმართულებების, კონცეპტებისა და ცნებების შესახებ სტატიებს. ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები არიან ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ცნობილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. ამდენად, ეს ელექტრონული ენციკლოპედია აერთიანებს ჰუმანიტარული მეცნიერებების, განსაკუთრებით კი, ფილოსოფიისა და თეოლოგიის კუთხით მნიშვნელოვან ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მათ წარმომადგენლებს.

 

ენციკლოპედიაში განთავსებული სტატიები ეკუთვნის ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ცნობილ ქართველ და უცხოელ მკვლევრებს და შემდეგი სპეციფიკისაა:

  • ♦ სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის უმნიშვნელოვანესი ავტორებისა და წარმომადგენლების შესახებ.
  • ♦ სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის პარადიგმატული ცნებებისა და კონცეპტების შესახებ.
  • ♦ სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მნიშვნელოვანი სკოლების, მიმართულებებისა და დარგების შესახებ, მათ შორის, ევროპული და ამერიკული ფილოსოფიისა და თეოლოგიის იმ სკოლების, მიმართულებებისა და დარგების შესახებ, რომლებმაც საგანგებო როლი შეასრულეს ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

 

ენციკლოპედიის მიზნები:

  • ♦ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესახებ კვალიფიციური, აკადემიური ელექტრონული მასალის შექმნა, მისი განგრძობადი შევსება და განვითარება.
  • ♦ ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების, სკოლების, მიმართულებების, დარგებისა და სააზროვნო მოდელების პოპულარიზება საქართველოში - სამეცნიერო წრეებსა და ფართო საზოგადოებაში.
  • ♦ თანამედროვე ქართველ ფილოსოფოსებს, თეოლოგებსა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვა დარგების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო სამეცნიერო პლატფორმის ქვეშ.

 

ენციკლოპედიის უნივერსალური კლასიფიკაცია: UDC(უაკ) 1(479.22)(038)+2-1(47922)(038) ქ-279.


© ყველა უფლება დაცულია

გაფრთხილება: დაუშვებელია ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე ფორმით რეპროდუცირება ან ხელმეორედ გამოქვეყნება. მასალა უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის, დაუშვებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნით.

გაზიარება: