ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე თოფურიძე დაიბადა 1922 წლის 3 მაისს ქ. ბათუმში. მამა – ივანე თოფურიძე - პროფესიით ქიმიკოსი იყო, მუშაობდა სოჭსა და ხარკოვში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისში დამკვიდრდა. მისი აქტიური მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი ფარმაცევტულ ინფრასტრუქტურას საქართველოში, რაც სიგელებით და ჯილდოებით აღინიშნა კიდეც. დედა – ოლღა ლორთქიფანიძე - დიასახლისი იყო.
ლამარა რამიშვილი (1938–2009 წწ.), ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, დაიბადა ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის ვალერიან რამიშვილის ოჯახში. მისი ძმა, გურამ რამიშვილი (1932-1998 წწ.) ცნობილი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო.