მარინე ამბოკაძე
ფილოსოფიის დოქტორი
2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე - „ბრიტანული განმანათლებლობის ესთეტიკური კონცეფციები“. 1984-2011 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2012-2013 წლებში მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის თანამდებობაზე. 2013-2014 წლებში მუშაობდა თბილისის ღია უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის თანამდებობაზე. 2016 წლიდან დღემდე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების მიწვეულ პროფესორად. იგი არის 20-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს არაერთი ცნობილი ფილოსოფიური თხზულება ინგლისური ენიდან.