ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

დაიბადა 1950 წ. 22 თებერვალს სიღნაღის რაიონის სოფ. ქვემო ბოდბეში. 1991 წ. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი. 1991 წელსვე შეუდგა მუშაობას იმავე უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. 2002 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „სამოციქულოს განმარტების ეფთვიმე მთაწმიდელისეული თარგმანი“ და უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა დოცენტის სტატუსით. 2007 წლიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორია, 2023 წლიდან კი ემერიტუს-პროფესორი. 2007 წლიდან პარალელურად მუშაობს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 2023 წლიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელია. ე. კოჭლამაზაშვილი ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 22 წიგნისა. იგი არის მთავარი რედაქტორი სერიისა - „ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი“.

გაზიარება:

სტატიები

2024-04-05

გიორგი მთაწმიდელი

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

დიდი ქართველი საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, ათონის ქართული სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (ეფთვიმე მთაწმიდელთან ერთად) (1009-1065/66 წწ.). გიორგი მთაწმიდელის ბიოგრაფია დაწვრილებითაა აღწერილი მისივე მოწაფის, გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში - „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ამ ძეგლის მიხედვით, გიორგის მამა-პაპა სამცხიდან ყოფილან, თვითონ კი თრიალეთში დაიბადა, მორწმუნე და ღმრთისმსახური მშობლების ოჯახში.

2024-03-06

იოანე ბოლნელი

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

შუა საუკუნეების საეკლესიო მწერლის, X-XI საუკუნეების ხელნაწერებით ჩვენამდე მოღწეული ეგზეგეტიკური, სამოძღვრო და სადღესასწაულო ჰომილიების ავტორის, იოანე ბოლნელის ბიოგრაფიის შესახებ სანდო საისტორიო წყაროები არ მოგვეპოვება. სხვადასხვა არაპირდაპირ ცნობაზე დაყრდნობით,

2024-03-06

პეტრე გელათელი

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

პეტრე გელათელი იყო XII ან XIII ს.-ის საეკლესიო მწერალი, გელათის მონასტრის მოღვაწე. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცნობები ძალზე მწირადაა ჩვენამდე მოღწეული. XVIII-XIX სს. მეცნიერნი (ანტონ I კათალიკოსი, იოანე ბატონიშვილი) მას ნაყოფიერ მწერლად მოიხსენიებენ.