გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე

ფილოსოფიის დოქტორი

გიორგი კაპანაძემ 2013 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 2015 წელს მოიპოვა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019-2024 წწ. სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. 2024 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი. გიორგი კაპანაძე არის 20-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და მთარგმნელი. 

გაზიარება:

სტატიები

2021-04-16

ბაკურაძე ოთარ

გიორგი კაპანაძე

ქართველი ფილოსოფოსი ოთარ ბაკურაძე დაიბადა 1926 წლის 14 იანვარს, ქალაქ თელავში. 1949 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაასრულა. უნივერსიტეტის დასრულებიდან 1970 წლამდე იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ განყოფილებას. ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში ბაკურაძე აქტიურად მუშაობდა ფილოსოფიურ საკითხთა შესახებ.

2021-04-16

ბაჩულაშვილი გაბრიელ

გიორგი კაპანაძე

ქართველი ფილოსოფოსი გაბრიელ ბაჩულაშვილი დაიბადა 1926 წლის 12 ივლისს, სოფელ ზემო ალვანში. 1945-1951 წლებში ბაჩულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა ასპირანტურაში განაგრძო.

2021-04-30

გომართელი ივანე

გიორგი კაპანაძე

ქართველი ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი დაიბადა 1875 წლის 2 ოქტომბერს, იმერეთში, სოფელ გორისაში. 1894 წელს გომართელმა წარჩინებით დაასრულა ქალაქ თბილისის მეორე გიმნაზია და ამავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

2021-05-08

გორდეზიანი რევაზ

გიორგი კაპანაძე

რევაზ გორდეზიანი დაიბადა 1935 წელს, სოფელ ჟოშხაში (ამბროლაურის რაიონი); დაასრულა ქალაქ თბილისის მე-19-ე საშუალო სკოლა, 1955 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 

2023-12-08

ქრისტიანული ფსიქოლოგია

გიორგი კაპანაძე

ეტიმოლოგიურად თუ ვიმსჯელებთ, ფსიქოლოგია ცოდნის სისტემაა, რომლის მიზანიც სულის (ψυχή - ბერძ. „ქროლა“, „სუნთქვა“) შემეცნებაა (λογία - ბერძ. „სწავლა“, „დისკურსი“). ისტორიულად კი ფსიქოლოგიის შემეცნების სფეროს უკავშირდება ისეთი საკითხები,

2021-04-30

ქუთელია ალექსანდრე

გიორგი კაპანაძე

ქართველი ფილოსოფოსი ალექსანდრე ქუთელია დაიბადა 1909 წელს ქალაქ სოხუმში. 1930 წელს ქუთელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი დაასრულა, ხოლო ასპირანტურაში სწავლა მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც 1935 წელს დაასრულა;

2021-05-08

შარია პეტრე

გიორგი კაპანაძე

ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწე პეტრე შარია დაიბადა 1904 წლის 7 აპრილს, სოფელ თაგილონში (ახლ. გალის რაიონი); დაასრულა ზუგდიდის საშუალო სკოლა; 1919-1920 წლებში სწავლობდა სოხუმის საოსტატო სემინარიაში, 1920 წელს მუშაობას იწყებს დაწყებითი სკოლის მასწავლებლად.

2021-05-08

შენგელია რომან

გიორგი კაპანაძე

ქართველი ფილოსოფოსი რომან შენგელია დაიბადა 1932 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში; 1954 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით; იმავე წელსვე სწავლა განაგრძო ასპირანტურაში; 1955-1960 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე;