ბესარიონ ორბელიშვილი (გარდ. 1737 წწ; კათალიკოსობა: 1724-1737 წწ.) - გარეჯელი ბერი, ცნობილია, როგორც ავტორი გამორჩეული პოლემიკური ვრცელი ტრაქტატისა „გრდემლი“, რომელშიც მოცემულია რომის კათოლიკური ეკლესიის განსხვავებული დოქტრინალური იდეებისა და წეს-ჩვეულებების კრიტიკა. ქართული თეოლოგიური ლიტერატურის ისტორიაში ეს პირველი და უკანასკნელი ანტიკათოლიკური ქართულენოვანი ნაშრომია.
გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 13 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში, მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში აბარებს, რომელსაც 1918 წელს ასრულებს. სწორედ აღნიშნული სემინარიის რექტორის, პროფესორ კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა საკათალიკოსოს საბჭომ გენერალ ფონ კრესს თხოვნით, რომ ახალგაზრდა გრიგოლი განათლების მისაღებად გერმანიაში გაეგზავნათ. მაგრამ გერმანიაში წარმოქმნილმა რევოლუციამ ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამის შემდგომ გრიგოლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მასწავლებლობს.