მაგდა მჭედლიძე

მაგდა მჭედლიძე

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

მაგდა მჭედლიძე 1989 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს სალექციო კურსებს ბიზანტიური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. აქვს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ბიზანტინისტიკის სპეციალობით, მინიჭებული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო უმთავრესად მოიცავს: ბიზანტიურ ლიტერატურას, ფილოსოფიას, ისტორიოგრაფიას და ჰაგიოგრაფიას, ანტიკურობის რეცეფციებს ბიზანტიაში, ბიზანტიურ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებს, აღზრდა-განათლების სისტემას ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში.

გაზიარება:

სტატიები

2021-06-17

იოანე იტალოსი

მაგდა მჭედლიძე

იოანე იტალოსი (Ἰωάννης ὁ Ἰταλός) (†1082-ის შემდეგ) – ბიზანტიელი ფილოსოფოსი და პედაგოგი, წარმოშობით იტალიიდან (Ἰταλός „იტალიელს“ ნიშნავს), მიქაელ ფსელოსის მოწაფე, კონსტანტინოპოლის ფილოსოფიური სკოლის ხელმძღვანელი (1082 წლამდე).

2021-04-17

მიქაელ ფსელოსი

მაგდა მჭედლიძე

მიქაელ ფსელოსი (ბერძ. Μιχαήλ Ψελλός, ერისკაცობაში – კონსტანტინე), 1018–1078 ან 1096 წწ. – ბიზანტიელი სწავლული, მწერალი და პედაგოგი, ფილოსოფოსი და რიტორი, ისტორიოგრაფოსი, სახელმწიფო მოხელე.