კონსტანტინე (კიტა) მეგრელიძე დაიბადა 1900 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ხრიალეთში; მამა, რომანოზ მეგრელიძე, სასულიერო პირი იყო, ხოლო დედა გახლდათ ეკატერინე შაფათავა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.
ვენორ მიხეილის ძე ქვაჩახია დაიბადა 1925 წლის 10 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ ღუმურიშში; 1941 წელს დაამთავრა გალის N 1 საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მარქსის შრომა „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ და ლოგიკის პრობლემები“; 1965 წელს ვ. ქვაჩახიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმების ურთიერთკავშირი და ესთეტიკური ღირებულების პრობლემა“. 1953-1961 წლებში იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა.
მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში; 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ამავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხული იქნა აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის.