ირაკლი კახიძე

ირაკლი კახიძე

ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

ირაკლი კახიძემ 2022 წელს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2009 წელს მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2006 წელს დაამთავრა იგივე უნივერსიტეტი სოციოლოგის კვალიფიკაციით.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.

ირაკლი კახიძე არის რამდენიმე ათეული ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

გაზიარება:

სტატიები

2021-06-21

მეგრელიძე კონსტანტინე (კიტა)

ირაკლი კახიძე

კონსტანტინე (კიტა) მეგრელიძე დაიბადა 1900 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ხრიალეთში; მამა, რომანოზ მეგრელიძე, სასულიერო პირი იყო, ხოლო დედა გახლდათ ეკატერინე შაფათავა, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.

2021-10-08

ქვაჩახია ვენორ

ირაკლი კახიძე

ვენორ მიხეილის ძე ქვაჩახია დაიბადა 1925 წლის 10 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ ღუმურიშში; 1941 წელს დაამთავრა გალის N 1 საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მარქსის შრომა „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ და ლოგიკის პრობლემები“; 1965 წელს ვ. ქვაჩახიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმების ურთიერთკავშირი და ესთეტიკური ღირებულების პრობლემა“. 1953-1961 წლებში იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა.

2021-04-25

წერეთელი მიხეილ (მიხაკო)

ირაკლი კახიძე

მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე წერეთელი დაიბადა 1878 წლის 23 დეკემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში; 1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ამავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც 1899 წელს გარიცხული იქნა აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის.