ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
ისტორიის დოქტორი
2013 წელს დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერებების თეორიისა და ისტორიის სპეციალობის მაგისტრატურა და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების თეორიასა და ისტორიაში. 2016 წელს დაასრულა გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის მაგისტრატურა (აკადემია) და მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2020 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები (XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე)“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2018 წლის თებერვლიდან დღემდე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ლექტორი. მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: საქართველოს ისტორია და საქართველოს ეკლესიის ისტორია.