ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ფილოსოფიის დოქტორი

2022 წელს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში. 2018 წელს მოიპოვა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში. 2015 წელს დაამათავრა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია. 2017 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მკვლევარი და დირექტორის თანაშემწე. 2021 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. არის 30-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მთარგმნელი და რედაქტორი.

გაზიარება:

სტატიები

2023-12-08

ავალიშვილი გიორგი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ახალი დროის ქართველი მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე გიორგი ავალიშვილი დაიბადა 1768 წელს. მისი ოჯახი ერეკლე II-ის სამეფო კართან იყო დაახლოებული და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოს ცხოვრებაში. მის განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანია გაიოზ რექტორს;

2021-04-20

დიალოგური ფილოსოფია

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

დიალოგური ფილოსოფია მიზნად ისახავს ადამიანის დიალოგური სტრუქტურის, როგორც ადამიანის უმთავრესი, არსობრივი მახასიათებლის წარმოჩენას. ამდენად, მას „დიალოგური ანთროპოლოგიაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი კონცეფციები სხვადასხვა ეპოქის განსხვავებული ტიპის ტექსტებშია გაბნეული, თუმცა, საბოლოოდ, მისი კონტურების მოხაზვა და დაზუსტება ყველაზე სრულად მაინც XX საუკუნის ებრაული წარმოშობის მოაზროვნემ, მარტინ ბუბერმა (1878-1965 წწ.) განახორციელა.

2022-12-17

ევაგრე პონტოელი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ევაგრე პონტოელი (დაახ. 345-399 წწ.) აღმოსავლური მონაზვნური ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი დაიბადა იბორაში, პონტოში, ადგილობრივი მღვდელმთავრის ოჯახში. თავდაპირველად, მან განათლება ნეოკესარიაში მიიღო, სადაც ის გამოირჩეოდა როგორც საუკეთესო სტუდენტი.

2023-12-21

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი)

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ნესტორ ყუბანეიშვილი დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფ. მუხაყრუაში (დღევანდელი სამტრედიის რაიონი), 1853 წლის 5 სექტემბერს; 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1877 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია.

2022-11-11

თეოფილე ხუცესმონაზონი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

თეოფილე ხუცესმონაზონი (XI ს.) შუა საუკუნეების ქართული აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მას ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტექსტის ქართული თარგმანი. სამწუხაროდ, მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზედ მწირია. ძირითადად, ეს ცნობები დაცულია მის ავტოგრაფულ ხელნაწერებში (Ath. 20, 29, 36-37; A 1105).

2022-11-11

ილარიონ ქართველი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ილარიონ ქართველი (822-875 წწ.) ქართული მონაზვნური ტრადიციის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ბიოგრაფია ცნობილია მისი ცხოვრების აღწერიდან, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, პირველად შეადგინა მისმა მოწაფე ბასილიმ, მოგვიანებით კი ქართულად თარგმნა თეოფილე ხუცესმონაზონმა. ილარიონი ჯერ კიდევ მცირე ასაკში ეზიარა საღვთისმეტყველო განათლებას და გარეჯის მონასტერში დამკვიდრდა.

2022-11-22

კირილე ალექსანდრიელი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

კირილე ალექსანდრიელი (376-444 წწ.) ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის კალამს ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური თხზულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანული სწავლების, როგორც ეკლესიის დოქტრინის ჩამოყალიბებაში. კირილე იმ ეპოქის ღვთისმეტყველი იყო, როცა ეკლესიას აქტიურად უხდებოდა ბრძოლა სხვადასხვა ერეტიკულ მოძღვრებებთან.

2022-12-08

მაკარი დიდი (მეგვიპტელი)

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

მაკარი დიდი (მეგვიპტელი) ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული ფიგურა და ადრეული მონაზვნური ტრადიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ თავდაპირველად მას ოჯახი ჰყავდა, თუმცა, ადრეულ ასაკში დაქვრივებისა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მაკარიმ მონაზვნურ ცხოვრებას მიჰყო ხელი.

2022-11-11

მაკარი მესხი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

მაკარი მესხი შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული აზროვნების წარმომადგენელია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, თუმცა, ცალკეული დასკვნების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ლიტერატურული მოღვაწეობის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია. მის მიერ ქართულად ითარგმნა ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, პეტრე იბერის (V ს.) ცხოვრება - „ცხორება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისა“.

2024-08-28

მისტიციზმი ქართულ აზროვნებაში

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

მისტიციზმი (ბერძ. Μυστικός – „საიდუმლოსთან, დაფარულთან კავშირი“) სპეციფიკური ადამიანური აქტივობაა, რომელიც, უმეტესწილად, რელიგიური გამოცდილების ფორმას ატარებს. ის აღნიშნავს მგრძნობელობისთვის მიუწვდომელთან კავშირს,

2023-12-04

მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი)

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს საბერძნეთში, ქ. კოზანის ახლოს. ქ. კოზანში გიმნაზიის დასრულების შემდგომ, 1948 წელს, იოანე ზიზიულასმა თესალონიკის უნივერსიტეტში ჩააბარა,

2023-12-04

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (ტიმოთი რიჩარდ უეარი) დაიბადა 1934 წელს ინგლისის ქალაქ ბათში, სომერსეტში, მორწმუნე ანგლიკანების ოჯახში. მართლმადიდებლობით იგი პირველად 17 წლის ასაკში დაინტერესდა (როცა შემთხვევით მოხვდა 

2024-09-16

პირველმიზეზი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

პირველმიზეზი - ერთ-ერთი უმთავრესი ონტოლოგიური კატეგორია, რომელიც ყოფიერების თაურსაწყის პრინციპს წარმოადგენს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის ისტორიაში არსებული მრავალფეროვნების უმთავრესი საფუძველი ყოფიერების გაგების საკითხს ეხება. ფილოსოფიური დისციპლინები, რამდენადაც სამყაროს სხვადასხვა სეგმენტის შესახებ ავითარებენ მოძღვრებას, იმთავითვე გვთავაზობენ სამყაროს მოწყობის მოდელსაც,

2021-04-17

ტრიადა

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ტრიადა საკაცობრიო აზროვნების მნიშვნელოვანი კატეგორიაა. ის თეორიისა და პრაქტიკის სხვადასხვა სფეროში გვხვდება, თუმცა, უპირველესად, მისი საფუძვლები ფილოსოფიაში და მის ერთ-ერთ დარგში - ლოგიკაში - უნდა ვეძიოთ.

2021-05-15

ღმერთის არსებობის არგუმენტები ქართულ აზროვნებაში

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ღმერთის არსებობის მტკიცებულებას ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამის თვალსაჩინო მაგალითია არგუმენტაციათა მთელი წყება ღმერთის არსებობისა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური და ონტოლოგიური არგუმენტებია.

2021-04-24

ჩახრუხაძე

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ჩახრუხაძე შუა საუკუნეების ქართველი ავტორია, რომლის კალამსაც პოემა „თამარიანის“ შექმნას მიაწერენ. ამ პიროვნების ბიოგრაფიის რეკონსტრუქცია ძალზედ რთულია. ამგვარი ცნობები, ძირითადად, თავად მის პოემაში შეგვიძლია ვიპოვოთ.

2024-09-21

წმ. ქეთევან დედოფალი

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

წმ. ქეთევან დედოფალი (გარდ. 1624 წ.) - დიდმოწამე, დედოფალი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა. ის გახლდათ აშოთან მუხრანბატონის ასული. როგორც გრიგოლ ვახვახიშვილი მოგვითხრობს, ადრეული ასაკიდანვე ღმრთისმსახურებაში ღრმად განსწავლული მომავალი დედოფალი განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩეოდა („ხილვითა ხატისათა ფრიად შუენიერ და ბრწყინვიდა სახე მისი“).