დიალოგური ფილოსოფია მიზნად ისახავს ადამიანის დიალოგური სტრუქტურის, როგორც ადამიანის უმთავრესი, არსობრივი მახასიათებლის წარმოჩენას. ამდენად, მას „დიალოგური ანთროპოლოგიაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი კონცეფციები სხვადასხვა ეპოქის განსხვავებული ტიპის ტექსტებშია გაბნეული, თუმცა, საბოლოოდ, მისი კონტურების მოხაზვა და დაზუსტება ყველაზე სრულად მაინც XX საუკუნის ებრაული წარმოშობის მოაზროვნემ, მარტინ ბუბერმა (1878-1965 წწ.) განახორციელა.
ევაგრე პონტოელი (დაახ. 345-399 წწ.) აღმოსავლური მონაზვნური ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი დაიბადა იბორაში, პონტოში, ადგილობრივი მღვდელმთავრის ოჯახში. თავდაპირველად, მან განათლება ნეოკესარიაში მიიღო, სადაც ის გამოირჩეოდა როგორც საუკეთესო სტუდენტი.
თეოფილე ხუცესმონაზონი (XI ს.) შუა საუკუნეების ქართული აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მას ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტექსტის ქართული თარგმანი. სამწუხაროდ, მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზედ მწირია. ძირითადად, ეს ცნობები დაცულია მის ავტოგრაფულ ხელნაწერებში (Ath. 20, 29, 36-37; A 1105).
ილარიონ ქართველი (822-875 წწ.) ქართული მონაზვნური ტრადიციის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ბიოგრაფია ცნობილია მისი ცხოვრების აღწერიდან, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, პირველად შეადგინა მისმა მოწაფე ბასილიმ, მოგვიანებით კი ქართულად თარგმნა თეოფილე ხუცესმონაზონმა. ილარიონი ჯერ კიდევ მცირე ასაკში ეზიარა საღვთისმეტყველო განათლებას და გარეჯის მონასტერში დამკვიდრდა.
კირილე ალექსანდრიელი (376-444 წწ.) ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის კალამს ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური თხზულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანული სწავლების, როგორც ეკლესიის დოქტრინის ჩამოყალიბებაში. კირილე იმ ეპოქის ღვთისმეტყველი იყო, როცა ეკლესიას აქტიურად უხდებოდა ბრძოლა სხვადასხვა ერეტიკულ მოძღვრებებთან.
მაკარი დიდი (მეგვიპტელი) ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული ფიგურა და ადრეული მონაზვნური ტრადიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ თავდაპირველად მას ოჯახი ჰყავდა, თუმცა, ადრეულ ასაკში დაქვრივებისა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მაკარიმ მონაზვნურ ცხოვრებას მიჰყო ხელი.
მაკარი მესხი შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული აზროვნების წარმომადგენელია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, თუმცა, ცალკეული დასკვნების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ლიტერატურული მოღვაწეობის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია. მის მიერ ქართულად ითარგმნა ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, პეტრე იბერის (V ს.) ცხოვრება - „ცხორება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისა“.
ტრიადა საკაცობრიო აზროვნების მნიშვნელოვანი კატეგორიაა. ის თეორიისა და პრაქტიკის სხვადასხვა სფეროში გვხვდება, თუმცა, უპირველესად, მისი საფუძვლები ფილოსოფიაში და მის ერთ-ერთ დარგში - ლოგიკაში - უნდა ვეძიოთ.
ღმერთის არსებობის მტკიცებულებას ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამის თვალსაჩინო მაგალითია არგუმენტაციათა მთელი წყება ღმერთის არსებობისა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური და ონტოლოგიური არგუმენტებია.
ჩახრუხაძე შუა საუკუნეების ქართველი ავტორია, რომლის კალამსაც პოემა „თამარიანის“ შექმნას მიაწერენ. ამ პიროვნების ბიოგრაფიის რეკონსტრუქცია ძალზედ რთულია. ამგვარი ცნობები, ძირითადად, თავად მის პოემაში შეგვიძლია ვიპოვოთ.