გიორგი ქავთარაძე

გიორგი ქავთარაძე

2019 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2020 წელს გახდა პედაგოგი და მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 2021 წელს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სამაგისტრო თემა: „ღირსი ალექსი (შუშანია) - ბერი-ფილოსოფოსი“). 2023 წლიდან სწავლობს ამავე უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. 2023 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის შუა საუკუნეების ფილოსოფიასა და ქართულ ფილოსოფიას. მისი კვლევითი ინტერესების სფეროს წარმოადგენს: საქართველოს ისტორია, ქართული ფილოსოფია და ქრისტიანული ფილოსოფია.

გაზიარება:

სტატიები

2024-02-12

კელენჯერიძე მელიტონ

გიორგი ქავთარაძე

მელიტონ კელენჯერიძე დაიბადა 1864 წლის 5 თებერვალს შორაპნის მაზრის სოფელ ტაბაკინში. მელიტონს დაბადებისთანავე გარდაეცვალა დედა; ობოლი ბავშვი დეიდებმა აღზარდეს; სკოლის ასაკში იგი მამის, დიაკონ სპირიდონ კელენჯერიძის ინიციატივით ქუთაისში ვასილ პეტრიაშვილის სკოლაში მიაბარეს. 1884 წელს სკოლის დირექციის რეკომენდაციით მელიტონი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.