კონსტანტინე ბრეგაძე
ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
2004 წელს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ნოვალისის ენის ფილოსოფია“. 2009-2012 წლებში იყო თსუ-ს გერმანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2012 წლიდან დღემდე ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს სალექციო კურსებს გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. 2009 წლიდან დღემდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია, 2014 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ლიტერატურული კვლევის სფეროები: ი. ვ. გოეთეს შემოქმედება, გერმანული რომანტიზმი, ქართული რომანტიზმი, გერმანულენოვანი მოდერნიზმი, ქართული მოდერნიზმი. ფილოსოფიური და სოციოლოგიური კვლევის სფეროები: ჰერმენევტიკა, ენის ფილოსოფია, ფრ. შლაიერმახერის რელიგიის ფილოსოფია, ფრ. ნიცშესა და მიშელ ფუკოს ფილოსოფია, პოსტმოდერნიზმი, ე. ჰოპერისა და კ. დ. ფრიდრიხის მხატვრობა, როკ-მუსიკის სოციოლოგია.