მამია სურმავა

მამია სურმავა

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

1992-1999 წწ. მამია სურმავა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1995 წლიდან დღემდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად გახლავთ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი ინტერესების სფერო მოიცავს ახალი დროის ფილოსოფიას, XX საუკუნის ფილოსოფიას, ბრიტანულ ჰეგელიანელობას, ონტოლოგიას, ცნობიერების ფილოსოფიას, ენის ფილოსოფიას, პოლიტიკის ფილოსოფიას. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.

 

გაზიარება:

სტატიები

2021-05-12

კაციტაძე კახაბერ

მამია სურმავა

კახაბერ კაციტაძე 1959 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში დაიბადა. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, 1976 წელს, იგი, მისი ფილოსოფიის მიმართ დიდი ინტერესის მიუხედავად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.