ანასტასია ზაქარიაძე

ანასტასია ზაქარიაძე

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2015 წლიდან კი არის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი. 2018 წლიდან იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. ანასტასია ზაქარიაძე არის კონსტანცას „ოვიდიუსის“ უნივერსიტეტის (რუმინეთი) საპატიო დოქტორი, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, წმ. ანთიმოზ ივერიელის მედალი (2018 წ.) და შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია (2023 წ.). იგი არის 100-მდე პუბლიკაციის ავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

გაზიარება:

სტატიები

2023-12-24

ანთიმოზ ივერიელი

ანასტასია ზაქარიაძე

ანთიმოზ ივერიელი (რუმინულად Antim Ivireanul, ერისკაცობაში ანდრია ხურციძე, 1650-1716 წწ.) - ადრეული მოდერნის ეპოქის საქართველოსა და ევროპის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე, დიდი განმანათლებელი და ჰუმანისტი, ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, თანამედროვე რუმინული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიგლოტი, აღიარებული რიტორი, ფილანტროპი, პოეტი, მწერალი და მთარგმნელი, ბილინგვური ტექსტების შემქმნელი,