თამარ ბერეკაშვილი

თამარ ბერეკაშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

თამარ ბერეკაშვილი დაიბადა 1950 წლის 4 მაისს თბილისში. 1967 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1972 წელს და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში (მუშაობდა 1984 წლამდე). 1991 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2004 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იგი არის 2 წიგნის, 5 თარგმანისა და რამდენიმე ათეული სტატიის ავტორი, ასევე, არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანის რედაქტორი. 2006 წლიდან დღემდე იგი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: კულტურის ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, სოციოლოგია.

გაზიარება:

სტატიები

2024-02-29

ჯიოევი (ჯიოთი) ოთარ

თამარ ბერეკაშვილი

ოთარ ჯიოევი დაიბადა 1928 წლის 16 თებერვალს, ქ. თბილისში; 1945 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს გადავიდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1950 წელს; 1957 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1972 წელს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.