თამარ ოთხმეზური

თამარ ოთხმეზური

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

1980 წლიდან დღემდე მუშაობს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში; სადოქტორო დისერტაცია ქართულ ფილოლოგიაში დაიცვა 2003 წელს. 2010 წლიდან არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. იკვლევს ძველი ქართული მწერლობის ძეგლებს. გამოცემული აქვს მონოგრაფიები გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კომენტარების ქართული თარგმანების შესახებ. არის ავტორი სტატიებისა ძველი ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების, შუა საუკუნეების მწიგნობრული კერების შესახებ, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ პერიოდულ გამოცემებში.

გაზიარება:

სტატიები

2021-04-05

გრიგოლ ღვთისმეტყველი ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში

თამარ ოთხმეზური

ადრექრისტიანული სასულიერო მწერლობის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, IV საუკუნის კაპადოკიელი მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) ლიტერატურულ მემკვიდრეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებასა და მწიგნობრულ კულტურაში.

2024-08-13

მაქსიმე აღმსარებელი ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში

თამარ ოთხმეზური

მაქსიმე აღმსარებელი (ჩვ. წ. 580 – 662 წწ.) – დიდი საეკლესიო მამა და ღვთისმეტყველი - ადრებიზანტიური ეპოქის მნიშვნელოვანი მოღვაწეა, რომლის თხზულებებმა და ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ფილოსოფიურ და თეოლოგიურ აზროვნებაზე. მისი წოდება – „აღმსარებელი“ – საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ქრისტიანულ რწმენას შეწირული (თუმცა, არა მისთვის წამებული) წმინდანი – ზედმიწევნით ასახავს ამ დიდი სასულიერო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არსს: მაქსიმემ

2021-04-05

შავი მთის სალიტერატურო-საღვთისმეტყველო სკოლა

თამარ ოთხმეზური

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში „შავი მთის მწიგნობრულ სკოლად“ სახელდებულია მთარგმნელობითი მიმდინარეობა, რომელიც ჩაისახა XI საუკუნეში სირიაში მოღვაწე ქართველ ბერ-მონაზონთა მწიგნობრულ წრეებში.