დამანა მელიქიშვილი

დამანა მელიქიშვილი

ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი

1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1986-1993 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან არის პროფესორი; 1988 წლიდან არის თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, 1995-1998 წწ. იყო აკადემიის ბიზანტინოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2006 წლიდან არის თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი საპატიო წოდებისა და პრემიის მფლობელი: დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია (2000), პრემია „პარნასი“ (2007), შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია (2008), დამსახურებული პროფესორის წოდება (2009), ღირსების ორდენი (2018) და ა.შ. იგი არის ქართულ და უცხო ენებზე გამოცემული 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი.

გაზიარება:

სტატიები

2021-05-09

ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე

დამანა მელიქიშვილი

მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე სასულიერო გვარის შთამომავალი იყო. იგი დაიბადა 1865 წლის მირქმის დღესასწაულის დღეს, 2 (15) თებერვალს. მჭედლიძეები წარმოშობით შორაპნის მაზრის სოფ. ბოსლევიდან იყვნენ: მღვდელი დავით მჭედლიძე 1809-1845 წლებში სოფელ ბოსლევში წმ. გიორგის ეკლესიაში ასრულებდა მღვდელმსახურებას.

2021-05-09

გელათის აკადემია

დამანა მელიქიშვილი

გელათის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში „ელინოფილური მიმართულების“ ერთ მძლავრსა და უმნიშვნელოვანეს შტოს წარმოადგენს, სათავეს იღებს შავი მთის – ეფრემ მცირის თეოლოგიურ-ფილოლოგიური სკოლიდან და მისი პრინციპების გამგრძელებლად და განმავითარებლად გვევლინება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.