ირაკლი ლორთქიფანიძე

ირაკლი ლორთქიფანიძე

ისტორიის დოქტორი, პროფესორი

2009 წელს დაამთავრა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის სასულიერო სემინარია და მიენიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2015 წელს დაასრულა გელათის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი და მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2019 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან - ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე): ცხოვრება და მოღვაწეობა“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის ლიტურგიკისა და ეკლესიის ისტორიის ლექტორი გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. 2019 წლიდან არის გელათის სასულიერო აკადემიის პროფესორი და გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელი. მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქრისტიანული თეოლოგია, ლიტურგიკა, საქართველოს ეკლესიის ისტორია.

გაზიარება:

სტატიები

2021-08-20

მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)

ირაკლი ლორთქიფანიძე

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე) - სასულიერო პირი, მქადაგებელი, პედაგოგი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედი - დაიბადა 1866 წლის 17 მარტს ქუთაისში; 1878-1882 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1882-1888 წლებში - თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1889 წლის 12 თებერვალს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 19 თებერვალს - მღვდლად. სხვადასხვა დროს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებში ასწავლიდა საღვთო სჯულს, საეკლესიო გალობასა და სხვ.