ალექსანდრე კახიძე

ალექსანდრე კახიძე

ფილოსოფიის დოქტორი

2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე - „მეტაფიზიკის გააზრება პოზიტივისტური და პოსტპოზიტივისტური ფილოსოფიის ევოლუციის პროცესში“. 2004 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში. მისი კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პოზიტივისტური და პოსტპოზივისტური ფილოსოფია, ისტორიის ფილოსოფია, პოლიტიკის ფილოსოფია. იგი არის ფილოსოფიური და სოციოლოგიური ნაშრომების ავტორი და თანაავტორი.

გაზიარება:

სტატიები

2021-11-13

ავალიანი სერგი

ალექსანდრე კახიძე

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგი ავალიანი დაიბადა 1928 წლის 13 იანვარს, ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში. 1944 წელს, სოფელ ბუგეულის საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სერგი ავალიანი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფილოსოფიის ინსტიტუტში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს და თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოში ფილოსოფიური აზრის განვითარების პროცესში.

2024-12-05

ბუნების ფილოსოფია საქართველოში

ალექსანდრე კახიძე

ბუნების ფილოსოფია ბუნებისა და ფიზიკური სამყაროს შესახებ ფილოსოფიურ განაზრებებზე დაფუძნებული დარგია. მას ნატურფილოსოფიასაც უწოდებენ. ამ დარგის გასაგებად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი გამოყენების თავისებურებები სხვადასხვა ეპოქასა და კონტექსტში.

2021-06-17

გოგობერიშვილი ვაჟა

ალექსანდრე კახიძე

ვაჟა გოგობერიშვილი 1929 წელს გუდაუთაში დაიბადა; 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, მისი დასრულების შემდეგ კი, 1955 წელს, ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. იგი იყო ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი.

 

2021-06-17

ერქომაიშვილი ვახტანგ

ალექსანდრე კახიძე

ვახტანგ ერქომაიშვილი 1932 წლის 18 ნოემბერს ქობულეთში დაიბადა; 1956 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1956-1958 წლებში, ქობულეთის საშუალო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ხოლო 1961 წლიდან, 7 წლის განმავლობაში, ვახტანგ ერქომაიშვილი სამეცნიერო საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ეწეოდა.