აკაკი ყულიჯანიშვილი

აკაკი ყულიჯანიშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1997-2000 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. ამჟამად არის თსუ-ს პროფესორი ესთეტიკის და კულტურის ფილოსოფიის მიმართულებით. კვლევის სფეროები: ესთეტიკა, შემოქმედების ფილოსოფია, კულტურის ფილოსოფია, კულტურის კვლევები. არის 3 მონოგრაფიის და 60-ზე მეტი აკადემიური ნაშრომის ავტორი.

გაზიარება:

სტატიები

2022-11-24

ჭავჭავაძე ნიკოლოზ (ნიკო)

აკაკი ყულიჯანიშვილი

ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე დაიბადა 1923 წლის 5 მაისს ყვარელში. ეპოქის ცვლილებისა და წარმომავლობის გამო მას ძალზე მძიმე ბავშვობა ჰქონდა: ერთი წლის ნიკო და დედამისი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებმა იხსნეს პირველი რეპრესიებისაგან; 1924 წელს კი შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს ნიკოს მამა - ზურაბ ჭავჭავაძე, მიუხედავად იმისა, რომ ის „ტოლსტოველი“ იყო და, აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა შეთქმულების მონაწილე ან თუნდაც თანამგრძნობი ყოფილიყო. თუმცა, იმდროინდელი ხელისუფლებისათვის არსებობდა ეჭვშეუვალი სამხილი - გვარი, ჭავჭავაძეთა თავადური წარმოშობა.