ბესიკ მაშავა

ბესიკ მაშავა

ასისტენტ-პროფესორი

ბესიკ მაშავამ 2013 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

2018 წელს მოიპოვა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში. იგი არის ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მკვლევარი. 2018 წლიდან სწავლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე.

ბესიკ მაშავას შესრულებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი და თარგმანი.

გაზიარება:

სტატიები

2021-04-17

ამბროსი ნეკრესელი

ბესიკ მაშავა

ამბროსი ნეკრესელი XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. 1742 წელს მისი ხელით გადაწერილ კონდაკზე დატოვებული მინაწერის მეშვეობით ამბროსის დაბადების თარიღთან დაკავშირებულ დეტალებს ვიგებთ: „აღვსწერე წლისა ათოთხმეტისამან“; აქედან დგინდება მისი დაბადების თარიღი, 1728 წელი.

2021-04-17

გედევანიშვილი იონა

ბესიკ მაშავა

იონა გაბრიელის ძე გედევანიშვილი დაიბადა 1737 წელს. იგი დიდგვაროვანთა ოჯახის შთამომავალი იყო; მისი წინაპრები სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ყოფილან. მამამისი, გაბრიელ გედევანიშვილი ბაგრატ VI-ის კარზე სარდლის თანამდებობაზე მსახურობდა. თვითონ იონაც კათალიკოს ანტონ პირველის კარზე იზრდებოდა და მთელი ცხოვრება სასულიერო კარიერას მიუძღვნა.

2021-04-17

ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი)

ბესიკ მაშავა

დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ახალი დროის (XVIII ს.) ქართულ-სომხური მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია და რაიმე კონკრეტულის თქმა ამასთან დაკავშირებით რთულია.

2021-04-17

თეოდორე აბუკურა

ბესიკ მაშავა

თეოდორე აბუკურა (არაბ. „მამა ნუგეშინისცემისა“) არაბული სამყაროს ქრისტიანი წარმომადგენელია. იგი საინტერესოა როგორც ქრისტიანული, ასევე არაბული სამეცნიერო სივრცისათვის. მკვლევართა შეფასებით იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ავტორი არაბულენოვან მწერლობაში, რომელმაც დაასაბუთა ქრისტიანობის უპირატესობა ისლამურ რელიგიასთან მიმართებით.

2021-04-22

იოანე საბანისძე

ბესიკ მაშავა

იოანე საბანისძე VIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე და მწერალია. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სრული ცნობები პრაქტიკულად არ მოიპოვება. ცნობილია, რომ მის კალამს უკავშირდება არაბი ჭაბუკის აბოს წამების აღწერა, რომელსაც მოგვიანებით „თბილელი“ ეწოდა;

2021-04-17

ყაითმაზაშვილი ფილიპე

ბესიკ მაშავა

ფილიპე ყაითმაზაშვილის შესახებ ზუსტი ბიოგრაფიული ცნობები მწირია; ის, რაც ვიცით, მისი დროის თხზულებათა და ავტორთა მიერ არის შემონახული. უეჭველია ის ფაქტი, რომ ფილიპე XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სასულიერო მოღვაწე იყო და აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელ საგანმანათლებლო საქმიანობის აღორძინებაში.